ჭიჭიაშვილი 2001 წლის მუხროვანის ამბოხებასთან კავშირს არ უარყოფს და მომხდარ დეტალებს იხსენებს.
„ მუხროვანის ბაზა ჩემი 7 კაცით უსისხლოდ და უმსხვერპლოდ ავიღე, მეთაურები დავატყვევე, იარაღის საწყობები ხელში ჩავიგდე და ბაზა გია კრიალაშვილს და კობა ოთანაძეს გადავეცი. მოვილაპარაკეთ, რომ ნორმალური არჩევნები ჩაგვეტარებინა, რათა ეროვნული ხელისუფლება მოსულიყო სათავეში. მე იქ არაფერი მნდომია, არც ფულის გამო გამიკეთებია რამე. მერე იცით, იქ რა მოხდა? შემოვიდა ოთანაძისა და კრიალაშვილის ბატალიონები და შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენეს, შევარდნაძე ორივეს მოელაპარაკა, კრიალაშვილი სამხედრო ატაშედ გაუშვა უკრაინაში, თავდაცვის სამინისტროს 10 თუ 20 მილიონით გაუზარდა ბიუჯეტი, მათ მოილაპარაკეს, ჯოხი კი ჭიჭიაშვილზე გადატყდა, მე გამოვედი ქვეყნის მტერი."- იხსენებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბარში შოთა ჭიჭიაშვილი.