შოთა ჭიჭიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მას ნარკოტიკებთან შეხება არ ჰქონია.
„ნარკოტიკების გაყიდვა უღირს საქმიანობად მიმაჩნია და სხვისი უბედურებით გამდიდრება და კეთილდღეობის აწყობა არც არავის შერჩენია. ვფიცავ, ნარკოტიკებთან არც პირდაპირი, არც ირიბი შეხება არასდროს მქონია, თუმცა იყო ამის შანსი და შემოთავაზება. მქონდა იმის საშუალება და შესაძლებლობა, თუკი მოვინდომებდი, ესკობარივით ვყოფილიყავი საქართველოში. ვინც ნარკოტიკებს ყიდდა, მათ ომი გამოვუცხადე. იმათ კი ჩემი „გასაღება" განიზრახეს, რაშიც ფული გადაიხადეს. ასე რომ, ნარკომოვაჭრეებთან მტრობის მეტი არაფერი მაკავშირებს,"-განაცხადა ჭიჭიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილი 2003 წლის 24 ივნისს ადამიანების გატაცების, ბანდიტიზმისა და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზების ბრალდებით მოსკოვში დააკავეს.