მთავრობის კანცელარიასთან მოვაჭრეების საპროტესტო აქცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გორის ცენტრალური ბაზრის ფუნქციის შენარჩუნებას ითხოვენ.
მოვაჭრეებს ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ხვდება. შეხვედრაში 5 მოვაჭრე მონაწილეობს, თუმცა კონკრეტულად ვისთან იმართება შეხვედრა, კანცელარიის გარეთ მყოფი პირებისთვის უცნობია.
"ბაზრიდან გაგვყარეს და მიზეზად დაგვისახელეს იქ არსებული ანტისანიტარია. თუმცა, ამ ყველაფერს მოევლება. ახლა უნდათ ცენტრიდან გადაგვიყვანონ კარალეთში, ქალაქგარეთ. თუ ეს მოხდება, ჩვენ საარსებო წყაროს დავკარგავთ, რადგან კარალეთში პროდუქტის საყიდლად არავინ ამოვა", - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
მისივე თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ.