reportiori.ge - საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:31
კულტურა
საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება
20 იანვარი, 2014. 23:12

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ხვალ  13:30 საათზე, საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი და  სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა. კონცეფციის შექმნის აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სამინისტროს ამ დრომდე არ ჰქონია კულტურის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, რამაც უნდა უზრუნველყოს კულტურის განვითარების პროცესის მდგრადობა.

გასული წლის ივლისში მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კულტურის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების დროებითმა  კომისიამ, რომლის წევრთა შემადგენლობა შერჩეული იქნა მათი საექსპერტო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შეიმუშავა ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც ადგენს  კულტურის  პოლიტიკის ღირებულებებსა  და ძირითად მიმართულებებს. კონცეფცია საფუძვლად დაედება საქართველოში კულტურის პოლიტიკის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებასა და მისი შესრულების დაგეგმვას, ასევე  სამინისტროს მიერ გამოყენებული იქნება შესაბამისი ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების გასატარებლად.

საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესებს, ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს აკისრებს მთელ რიგ ვალდებულებებს კულტურის სფეროშიც, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურის პოლიტიკის შესახებ დიალოგის წარმოების მიმართულებით.

ღონისძიება წარმოადგენს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ 2014-2017 წლებისათვის სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის ნაწილს, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016