reportiori.ge - ოიმიაკონი - ყველაზე ცივი სოფელი დედამიწაზე (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:52
სხვადასხვა
ოიმიაკონი - ყველაზე ცივი სოფელი დედამიწაზე (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
20 იანვარი, 2014. 18:16

სოფელი ოიმიაკონმდებარეობს რუსეთში, კერძოდ კი ციმბირში. ოიმიაკონყველაზე ცივი ქალაქი  დედამიწაზე.

 

დასახლებაში მინიმალური ტემპერატურა დაფიქსიებულია -77,8 ცელსიუსი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ეს ასევე ერთადერთი ადგილია, სადაც ტემპერატურის ამპლიტუდა 100 ცელსიუსს აღემატება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ქალაქის მაქსიმალური ტემპერატურა +34,6 ცელსიუსია. ზაფხული მართალია ხანმოკლეა, მაგრამ ამ დროს იქ ცხოვრება კოშმარია. კოღო და ქინქლა იმ რაოდენობითაა, რა რაოდენობითაც თოვლი ზამთარში. ეს ქალაქი ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზეა, ანუ დაახლოებით 4 მთაწმინდის სიმაღლის.

 

აქ იშვიათად ხარობს რამე - ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითადად ხორცს მიირთმევენ - ირმებისა და ცხენისას. სოფელში ერთადერთი მაღაზიაა, მოსახლეობის უმრავლესობა კი ირმის მწყემსებად, მონადირეებად და მეთევზეებად მუშაობს. გასათბობად შეშის ღუმლებს იყენებენ. თანამედროვე პირობებს იქ ძნელად შეხვდებით. ერთადერთი ადგილობრივი სკოლა იკეტება მხოლოდ მაშინ, როცა ტემპერატურა მინუს 52 გრადუსზე დაბლა ჩამოდის. ეს სოფელი ორი დღის სავალზეა ქალაქ იაკუტსკიდან - რეგიონის დედაქალაქიდან.  გზას ოიმიაკონისკენ "ძვლების გზა" უწოდეს.

 

რიგითი პრობლემები, რომლებსაც ოიმიაკონელები ყოველდღე ეჩეხებიან, არის ავტოკალმებში მელნის გაყინვა, ელემენტებისა და აკუმულატორების სიმძლავრის დაკარგვა, ასევე ტრანსპორტის პრობლემა: ბევრი ადგილობრივი მცხოვრები მთელი დღე ამუშავებს მანქანას, რადგან ეშინია, ისე გაიყინება, ვეღარასდროს დაქოქავს.

 

კიდევ ერთი პრობლემა დაკრძალვაა. ასეთ ყინვაში გაყინული მიწის გათხრა ნამდვილი საოცრებაა, ამას შეიძლება სამი დღე დასჭირდეს. მიწას ჯერ ცეცხლით ათბობენ და მომავალი ორმოს ნაპირებზე გახურებულ ნახშირებს ალაგებენ.

 

 

რუსეთში ბევრი ტურისტული კომპანია სთავაზობს ეგზოტიკური ტურების მოყვარულ სტუმრებს ამ სოფელში ჩასვლას და იქაური მკაცრი საცხოვრებელი პირობების გამოცდას


                                                                                             (მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)

 

 

 

 

 

 

  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016