ზოგიერთი სპეციალისტი „ინდიგოს ბავშვებს" განსაკუთრებული თვისებებით ახასიათებს: ინტელექტის მაღალი დონე, უჩვეულო მგრძნობიარობა, ტელეპატიის უნარები და ა.შ. მკვლევართა ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ ისინი „ადამიანთა ახალ რასას" წარმოადგენენ. ამ ფენომენს რამდენიმე კინოფილმი და წიგნების საკმაო რაოდენობაც მიეძღვნა. მაგრამ მათი ავტორების მოსაზრებები და უშუალოდ თვით ამ პრობლემის ხედვაც საკმაოდ განსხვავდებიან.
ტერმინი "ინდიგოს ბავშვები" 1982 წელს თავის წიგნში „Understanding Your Life Through Color" ამერიკელმა ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა შემოიღო. შემდგომ სხვა ექსტრასენსებიც ამტკიცებდნენ, რომ ამ კატეგორიის ბავშვებს ინდიგოსფერი (მუქი იისფერი) აურა გააჩნიათ და ამის გამო მათ "ინდიგოს ბავშვები" უწოდეს, ხოლო ნენსი ენ ტეპს მიაჩნია, რომ თანამედროვე სამყაროში 10 წლამდე ასაკის ბავშვების 70% და 15 დან 25 წლამდე ასაკის 40 % - ინდიგოს კატეგორიას წარმოადგენენ.
ინდიგო - საზრიანი, განვითარებული ბავშვია, რომელსაც არ სურს დაემორჩილოს ქცევის ჩვეულ სტერეოტიპებს. ის არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, და ჩვენი პლანეტისთვის განსხვავებული პროგრამის მქონე არსებაა და ამის შესახებ თვით ბავშვებმაც იციან. ადრეული ასაკიდანვე ისინი არწმუნებენ გარშემო მყოფ ადამიანებს, რომ ამ სამყაროში მათ გააჩნიათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მისია. ეს გოგო-ბიჭები პრაქტიკულად დარწმუნებულნი არიან საკუთარ უმაღლეს დანიშნულებაში და ხშირად ოდნავ გადამეტებულადაც ავლენენ განდიდების მანიას.
პირველი ტიპი - ჰუმანისტია. ის - მომავალი ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, მეზღვაური, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი ან მეცნიერია. შესაძლოა, რომ მომავალი „ინდიგოს მეცნიერი" აღმოაჩენს მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს, ან კაცობრიობას მიიყვანს ახალ არმაგედონამდე...
ისინი ჰიპერაქტიურები, კომუნიკაბელურები არიან, ნებისმიერთან შეუძლიათ ხანგრძლივი, მეგობრულ მანერაში საუბარი. ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ მოუქნელობას ავლენენ, ჰიპერაქტიურობის გამო შეუძლიათ „არ შეანელონ სვლა" და „შეეჯახონ კედელს". ასეთ ბავშვებისთვის მიუღებელია ერთი სათამაშოთ გართობა და თამაში. მაგალითად შეუძლიათ ყუთიდან გადმოყარონ ყველაფერ და ითამაშონ ან საერთოდ არც მიეკარონ არც ერთ საგანს. თუ დაავალებთ მას საკუთარი ოთახის დალაგებას ამის შეხსენება მრავალ ჯერ მოგიწევთ ვინაიდან ასეთი ბავშვები ძალიან დაბნეულები არიან.
მეორე ტიპი, რომელიც უფრო მეტად არის გავრცელებული - კონცეპტუალისტია. ისინი მომავალი ინჟინრები, არქიტექტორები, დიზაინერები, ასტრონავტები, სამხედროები, მფრინავები და მოგზაურები არიან, რომელთათვის ატლანტიდის აღმოჩენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამ ტიპის ადამიანებს სხვა ტიპებთან შედარებით უფრო მეტად ახასიათებთ საკუთარ „პროექტებში" ჩაღრმავება. ხშირად მოუქნელები, მაგრამ კარგი აღნაგობის არიან. ყოველთვის შურთ მართონ სხვა ადამიანი, ბავშვობაში მათი მართვის ობიექტს ბიჭებისთვის - საკუთარი დედა, ხოლო გოგონებისთვის - მამა წარმოადგენს. მშობლის დაკარგვა ცხოვრებაში მათ უდიდეს პრობლემებს უქმნით. ამ ტიპს დიდად საზიანო ჩვევებისკენ მიდრეკილება გააჩნია, მაგალითად, ნარკოტიკებისკენ მოზარდობის ასაკში. მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ მათ ქცევაზე. მით უფრო, როდესაც ისინი დაიწყებენ რაღაცა საგნების დამალვას ან გაგაფრთხილებენ რომ არ შეხვიდეთ მათ ოთახში, ურიგო არ იქნება იმის გარკვევა რას გიმალავენ.
მესამე ტიპის ბავშვები - „შემოქმედებითი პიროვნებები, მხატვრები", ჯერ კიდევ უფრო იშვიათად გვხვდებიან: გლობალური მოდერნიზაციის თანამედროვე პირობებში მათ უძნელდებათ თავის გადარჩენა. „იისფერ" მხატვრებისთვის უმჯობესი იქნებოდა საკუთარი შედევრები შუა საუკუნეებში შეექმნათ. ეს ბავშვები ინდიგოს სხვა კატეგორიებთან შედარებით უფრო მგრძნობიარეები არიან. უმეტესად მათ მსუბუქი აღნაგობა გააჩნიათ. ადამიანის საქმიანობის რომელ სფეროსაც არ უნდა მიმართონ ისინი ყოველთვის ინარჩუნებენ შემოქმედებით მიდგომას. ამ ტიპის ბავშვი მედიცინას თუ აირჩევს - კარგი ქირურგი გამოვა, ხელოვნებაში - გამოჩენილი მსახიობი. 4 - 10 წლის ასაკში მას შეუძლია საკუთარი ძალები შემოქმედებითი სფეროს რამდენიმე ათეულ სფეროში მოსინჯოს, ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე ისწავლოს დაკვრა, მაგრამ მოზარდობის პერიოდში აირჩევს ერთ-ერთს და დიდი ხელოვანიც გახდება.
მომავლის მეოთხე ტიპს ის ბავშვები წარმოადგენენ, რომლებიც „ყველა განზომილებაში ცხოვრობენ". იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ტიპებთან შედარებით მათ უფრო დიდი ტანი გააჩნიათ და ვერ ახერხებენ მათ გარშემო სივრცეში მორგებას შარიანები და ჩხუბისთავებიც შეიძლება იყვნენ. ამ ბავშვებმა ყველაფერი და ყველაფრის შესახებ იციან. მცირე ასაკიდან ისინი უკვე ჭკუას ასწავლიან საკუთარ მშობლებს და ყველაფრის კეთებას დამოუკიდებლად ცდილობენ. ამ ყველაფრის მცოდნე ბავშვებისგან გამოჩენილი პიროვნებები იზრდებიან. ეს ის ადამიანებია, რომლებსაც ჩვენს სამყაროში ახალი ფილოსოფიის ან რელიგიური მიმართულების შემოტანა შეუძლიათ. ზოგიერთი ავტორის აზრით დღეს იესო ქრისტო ინდიგოს ადამიანთა გზას გაივლიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინიც იესოს გზას გაივლიან.
სამყაროც ფერს იცვლის ნელ-ნელა: ინდიგო - ჰუმანისტები მოდიან „ყვითლების" სანაცვლოდ; კონცეპტუანალისტები - „მოოქროსფერო" და „მწვანეებს" ნაცვლად; ინდიგო - მხატვრები იწყებენ „ლურჯების" შეცვლას; „ყველა განზომილებაში მოარსებე" ინდიგო - მოდიან უკვე „იისფერების" შესაცვლელად. ანუ ახლო მომავალში, სულ მალე ინდიგოს ფერი ყველა დონეზე იქნება. მაგრამ ინდიგო ბავშვებისთვის თანამედროვე პირობებში ცხოვრება საკმაოდ რთულია. განსაკუთრებულ და განსხვავებულ ნიჭთან ერთად ბუნებამ ისინი ზოგიერთი ნაკლოვანებითაც დააჯილდოვა. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის ბავშვებს არამდგრადი ფსიქიკა გააჩნია. გარკვეულ მომენტში ისინი შეიძლება მხიარულობდნენ და მოძრავები იყვნენ, იქვე ერთ წუთში დაეუფლოთ აპათია, უხასიათოდ დაჯდნენ კუთხეში და ჩაუღრმავდნენ საკუთარ აზრებს.
აღზრდის არსებული სისტემა უმეტესად იმდენად მიუღებელია ამ ბავშვებისთვის, რომ არასწორი დამოკიდებულების შედეგად ისინი შეიძლება მკვლელ - ბავშვებად ვაქციოთ. ინდიგო გრძნობს, რომ განსაკუთრებული მისია გააჩნია და, როდესაც წინააღმდეგობა ხვდება ან მის ბლოკირებას ახდენენ, სხვა არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ ჩამოიშოროს ის, რაც მისი აზრით, ხელს უშლის. უზენაესი მიზნის მისაღწევად ინდიგოს ვერაფერი ვერ დააბრკოლებს. შიში მათ არ გააჩნია, ისინი არ ცნობენ ავტორიტეტებს, არ ყავთ და არც იქმნიან კერპებს. მხოლოდ საკუთარი თავის და ძალების რწმენა აქვთ.
ზოგიერთი სპეციალისტი „ინდიგოს ბავშვების" ფენომენს იმით ხსნის, რომ მათ ძალიან დიდი შინაგანი ენერგია გააჩნიათ და უცნობია სად და რას უნდა მოეგოს ის სრულად: ყველა იმ იდეის რეალიზაცია, მათ თავში, რომ ტრიალებს ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია. ალბათ ისინი მაინც მომავლის ბავშვები არიან, იმ მომავლის, რომელიც ეტყობა ჯერ არ დამდგარა ...
(მოამზადა თეო ტაბატაძემ)