reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: „მიკაელ კადიევი შესაძლოა რუსეთს გადასცენ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:11
სამართალი
გელა ნიკოლაიშვილი: „მიკაელ კადიევი შესაძლოა რუსეთს გადასცენ“
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 15:52

ადვოკადი გელა ნიკოლაიშვილი  კადიევთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლო მოლაპარაკებებზე საუბრობს. უფლებადამცველის განმარტებით ქართულმა მხარემ კადიევი შესაძლოა რუსეთს გადასცეს. „სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ შემიძლია ვივარაუდო, რომ კადიევის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებულია. კადიევის რუსეთისთვის გადაცემა კანონდარღვევაა, მას უკვე შეტანილი აქვს განცხადება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ლტოლვილის სტატუსის მისაღებად, დღეს კი მას ლტოლვილის მაძიებლის სტატუსი აქვს, კანონის მიხედვით კი ამ სტატუსის მქონე პირის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა არ შეიძლება"-განუცხადა გელა ნიკოლაიშვილა „რეპორტიორს".

ოფიციალური ინფომრაციით 1982 წლეს დაბადებული მიკაელ კადიევი  დაღესტნელი მარალჩინოსანის ალიმ სულთან ალხამოვის მკვლელობაში თანამზრახველობისთვის იძებნება. ალიმ სულთან ალხამოვი მოსკოვში მივლინებაში ყოფნისას 2009 წლის 27 სექტემბერს მოკლეს.  მას სახლთან შეიარაღებული 5 კაციანი ჯგუფი ელოდებოდა, რომლებმაც ალხამოვს ცეცხლი გაუხსენს და  ის ადგილზევე გარდაიცვალა.  ბოროტმოქმედთა ჯგუფის ერთი წევრი სამართალდამცველებმა დააკავეს, დაანარჩენმა ოთხმა კი დამალვა შეძლო. როგორცა გელა ნიკოლაიშვილიმა „რეპორტიორს" განუმარტა, რუსი სამართალდამცველების მიერ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ალიმ სულთან ალხამოვის მკვლეობის დღეს, 27 სექტემბერს კადიევი დაღესტანში იმყოფებოდა. 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016