reportiori.ge - მადონას ახალი ბოიფრენდი 26 წლის ტიმორი სტეფენსია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:22
ყვითელი
მადონას ახალი ბოიფრენდი 26 წლის ტიმორი სტეფენსია!
ავტორი:
22 იანვარი, 2014. 15:41

ჟურნალ „რეტინგის“ ინფორმაციით, ერთი თვის წინ მადონამ 25 წლის ბოიფრენდი ბრაჰიმ ზაიბატი, რომელიც მის ცოლად მოყვანაზე ოცნებობდა, დაითხოვა. როგორც გაირკვა, დიდად არ უღელვია ამის გამო და მალე იპოვა შემცვლელი. 55 წლის პოპვარსკვლავის მორიგი რჩეული 26 წლის მსახიობი და ქორეოგრაფი ტიმორ სტეფენსია.

 

ტიმორი იმდენად ჰგავს ზაიბატს, ბევრს ჰგონია, რომ მადონას სულაც არ შეუცვლია საყვარელი. როგორც ჩანს, მომღერალს ასეთი ტიპები მოსწონს: კუნთიანი, შავგვრემანი, აქტიური. და რაც მთავარია, ისეთები, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, მსოფლიო ვარსკვლავი გააბედნიერონ.

 

როგორც მადონამ არაერთხელ აღნიშნა, პირველ რიგში, ქალია, რომელსაც სურს, საღამოს სახლში დაბრუნდეს და დივანზე წამოწვეს საყვარელი მამაკაცის გვერდით.

 

მომღერლის ახალი ბოიფრენდი წვეულებებსა და სხვა სახის ღონისძიებებზე უკვე ოფიციალურად ახლავს გვერდით ვარსკვლავს. ამჟამად მადონა შვეიცარიის მთებში ისვენებს შვილებთან ერთად. თუ ადრე ზაიბატი უმშვენებდა გვერდს, ახლა ტიმორი ართობს მას და მის შვილებს.

 

ამბობენ, რომ სტეფენსი ახლ მადონას საახალწლო წვეულებაზეც, რომელიც დიზაინერმა ვალენტინომ მოაწყო. ღონისძიების ერთ-ერთი სტუმრის თქმით, მომღერალი და მისი ბოიფრენდი ძალიან შეყვარებულები ჩანდნენ.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016