reportiori.ge - მხატვარი, რომელსაც პეტრე ოცხელს ადარებენ, გამოფენას მართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:33
კულტურა
მხატვარი, რომელსაც პეტრე ოცხელს ადარებენ, გამოფენას მართავს
22 იანვარი, 2014. 18:03

თვითნასწავლი მხატვარი, სიურეალიზმისა და კუბიზმის ჭრილში დანახული ემოციების შემოქმედი ნიკა კოჭლამაზაშვილი ძალიან მალე საზოგადოებას  გამოფენით გაახარებს.

 

მარჯანიშვილის 5 ნომერში, 19:00 საათზე  გალერეა „არტ-ავენიუ“  25 წლის ყველაზე უცნაურ მხატვარსა და მოქანდაკეს 25-26 იანვარს უმასპინძლებს. ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ერთგვარი პერფორმანსით გაიხსნება.  ნიკა კოჭლამაზაშვილი ბოლო ნამუშევარს დამთვალიერებლების თვალწინ დახატავს, მისი თქმით, ტილოს კონცეფცია და შინაარსი მის ემოციებზე იქნება დამოკიდებული.

 

„ეს ჩემი პირველი გამოფენაა, წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე ნამუშევარი და ასევე სკულპტურები. გამოფენის სახელწოდებაა „inside in my fillings“ (ჩემს გრძნობებში), ყველა ნამუშევარი დაფუძნებულია ჩემს ემოციებზე.  ჩვენს ქვეყანაში გამოფენები ხშირად კეთდება. ბევრი ხელოვანია ამით განებივრებული, მე კი მინდოდა შემექმნა რაღაც საინტერესო, რომ საზოგადოებას ამ კუთხით უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდეს.  ბოლო ნამუშევარს ხალხის თვალწინ დავხატავ!“- აცხადებს მხატვარი.

 

 

პროფესიით არქიტექტორის, თვითნასწავლი მხატვრის ნიკა კოჭლამაზაშვილის შემოქმედებას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის შემოქმედებას ადარებენ. ხელოვანის ნამუშევრებზე მოთხოვნა კი დღითიდღე მატულობს.

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016