სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ ცოტა ხნის წინ აღნიშნული თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია კორძაიამ „რეპორტიორითან“ საუბარშიც დაუდასტურა.
ამ თემასთან დაკავშირებით მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დღეს კომენტარიც გააკეთა.
„მეგობრებო, სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეიდან დაუკავშირდით ორ უსაყვარლეს ადამიანს Taia Makharashvili -ს და Tamta Janadze -ეს. მადლობას ვუხდი ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად აშუქებდა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენებს. პასკვილიანტ და მატყუარა ჟურნალისტებს მადლობას გადაბრუნებული ფორმით ვეუბნები.
ორი სიტყვით სოზარ სუბარზე: ერთი წელი ყოველდღიურად ვაკვირდებოდი ამ ადამიანს. მის მაგალითზე დავრწმუნდი, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას შესაძლებელი ყოფილა შეინარჩუნო ადამიანობა და ადამიანისთვის აუცილებელი ყველა თვისება. მალე დავუბრუნდები ჩემს ძველ საქმიანობას.“