reportiori.ge - ბათუმელი „ანჯელინა ჯოლი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 08:59
ყვითელი
ბათუმელი „ანჯელინა ჯოლი“
ავტორი:
23 იანვარი, 2014. 13:50

გაზეთი „ბათუმელები" 21 წლის ბათუმელ მარი იორდანაშვილითან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც ძალიან ამსგავსებენ ამერიკელ მსახიობ ანჯელინა ჯოლის. მსგავსება ერთი შეხედვითაც ჩანს. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, მარის არ მოსწონს, ანჯელინა ჯოლის რომ ადარებენ: შევეჩვიე ამ შედარებას, ქუჩაშიც მესმის ხოლმე - როგორ ჰგავს ანჯელინას. მსგავსება შეიძლება მართლაც გვაქვს, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ, არ მომწონს, რომ ჯოლის მადარებენ, ჯობია, არავის ჰგავდე და შენ შენ იყო".


რამდენიმე თვეა რაც კოლეჯი დაამთავრა. პროფესიით ოფისის მენეჯერია. ჯერჯერობით არ მუშაობს, სხვა გეგმები აქვს. რამდენჯერმე ჰქონდა ქართულ ფილმში გადაღების შემოთავაზება, თუმცა უარი უთხრა. გადაწყვეტილი აქვს, ცეკვას დაუბრუნდეს.  

 

არ შემიძლია ცეკვის გარეშე, მოყვარულის დონეზე მხიბლავდა ყოველთვის, მომავალშიც ასე იქნება. ჩვეულებრივი გოგო ვარ, სხვებს ჰგონიათ, რომ ამაყი ვარ, ამ დროს ძალიან უბრალო, მეგობრული და მშვიდი ვარ. არ მიყვარს კლუბური ცხოვრება. სიმშვიდე მიყვარს, ბუნებაში ყოფნა. ვერ ვიტან ხმაურს და გადაღლას. ჯანსაღი ცხოვრება მომწონს. სახლში წიგნის კითხვა მირჩევნია.

 

არ ვთვლი, რომ რაიმეთი განსაკუთრებული ვარ. ჩემი გული დაკავებულია. 21 წლის ასაკში შემიყვარდა პირველად, ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. საზღვარგარეთ ცხოვრობს და ჩემს გასაცნობად ჩამოვიდა ბათუმში. ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, ის არის, რომ საზღვარგარეთ მომიწევს ცხოვრება, ბათუმის დატოვება არ მინდა, თუმცა სადაც არ უნდა ვიყო, მასთან ერთად ყველგან ბედნიერად ვგრძნობ თავს. 21 წელი ვეძებდი მას. უახლოეს მომავალში ერთად ყოფნას ვგეგმავთ", - აცხადებს იორდანაშვილი.

 



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016