reportiori.ge - ზაალ კასრელიშვილი: საიხან მუზაევის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ტონი აქვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:36
კონფლიქტები
ზაალ კასრელიშვილი: საიხან მუზაევის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ტონი აქვს!
23 იანვარი, 2014. 14:11

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე", ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ყოფილი თარჯიმანის საიხან მუზაევის განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობასთან" აკავშირებს. ამის შესახებ ზაალ კასრელიშვილმა, დღეს, „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

„საინტერესოა, როგორ გამოეხმაურა ეს ადამიანი ლაფანყურის სისხლიან ინციდენტს თავის დროზე. ეჭვი გვაქვს, რომ ადამაინს „ნაციონალური მოძრაობის" ტონი აქვს და უნდა, რომ შედეგები, რომელიც დაიდება - ეჭვქვეშ დააყენოს მანამ, სანამ გამოქვეყნდება. ყველაფერი გარკვეულია, დამნაშავეები ქართველი თანამდებობის პირები სახელებით და გვარებით დასახელებულნი არიან და მათ შესახებ უკვე იცის მთელმა კავკასიამ და კავკასიის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა დიასპორებმა, 21 ქვეყანაში", - განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

 

მუზაევმა ქართული სპეცსამსახურები ლაფანყურის სპეცოპერაციის თემაზე ცრუ ჩვენებების მოპოვებაში დაადანაშაულა. მისი განცახდების თანახმად, უკვე რამდენიმე თვეა მას სპეცსამსახურის თანამშრომლები სთხოვენ, მისცეს ცრუ ჩვენება და განაცხადოს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია, წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების - მათ შორის სანდრო ამირიძისა და გია ლორთქიფანიძის მიერ იყო დადგმული. საიხან მუზაევი ირწმუნება, რომ მასზე ფსიქოლიგიურ ზეწოლას ახორციელებენ და უკანონოდ აუკრძალეს ქვეყნიდან გასვლა. მისი თქმით, ის 18 იანვარს ლონდონში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვარზე არ გაატარეს და არც განუმარტავთ მიზეზები, რის გამოც ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016