reportiori.ge - „ცოცხალი“ საფულე (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:24
სხვადასხვა
„ცოცხალი“ საფულე (ვიდეო)
ავტორი:
24 იანვარი, 2014. 13:33

თუკი ფული უაზროდ გეხარჯებათ და თქვენი საფულე, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის თანხითაც არ უნდა გაავსოთ, მაინც მუდმივად ცარიელია, ეს გამოგონება თქვენთვისაა. იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს საფულე, რომელსაც შეუძლია რევოლუცია მოახდინოს პირადი ხარჯების განკარგვის თვალსაზრისით.

 

ცოცხალი საფულე (Living wallet) - ასე ჰქვია სპეციალურ საფულეს, რომელიც მფლობელს ზედმეტი თანხების გაფლანგვის უფლებას არ მისცემს. როგორც საფულის შემქმნელები აღნიშნავენ, გაჯეტი დაკავშირებულია მისი მესაკუთრის მობილურ მოწყობილობაში ჩაწერილ პირადი ბიუჯეტის დამგეგმავ აპლიკაციასთან. იმ შემთხვევაში, თუკი საფულის მფლობელის თანხა იწურება, მოწყობილობაში ირთვება სპეციალური დაცვის მექანიზმები. თავდაპირველად საფულე შეეცდება გაექცეს პატრონს, ხოლო თუკი მას დაიჭერენ, მოწყობილობა ყვირილს იწყებს და თუ მას კვლავ არავინ მოუსმინა, დახმარებას ითხოვს. ექსტრემალურ შემთხვევაში, საფულე მობილურზე განგაშის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის.

 

თუკი საფულის პატრონს ანგარიშზე საკმარისი რაოდენობის თანხა აქვს, Living wallet- რეკომენდაციებსაც იძლევა და Amazon-ის ინტერნეტ-მაღაზიის ყველაზე პოპულარული პროდუქტის შესახებ ატყობინებს მფლობელს. როგორც გერმანული გამოცემა Focus წერს, ჯერჯერობით უცნობია, ჩაეშვება თუ არა თავისუფალ გაყიდვაში ცოცხალი საფულე და რა შეიძლება იყოს მისი ღირებულება.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016