გამოუძინებლობა - ეს უკვე გლობალური პრობლემაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ადამიანებს საშუალოდ 20%-ით ნაკლები სძინავთ. ამ დროს ადამიანი ხდება გაფანტული, უარესდება მოტორიკა. რეგულარული გამოუძინებლობა ტვინის უჯრედების კვდომას იწვევს.
საუზმეზე უარის თქმა - დილით შიმშილი ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის შრომისუნარიანობასა და ტონუსზე მთელი დღის განმავლობაში. დილით შიმშილი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს. ეს კი, თავის მხრივ, ანელებს და ართულებს ტვინისთვის აუცილებელი ნივთიერებების მიწოდებას.
ზედმეტი შაქარი - შაქრის ჭარბი ოდენობით მიღება იწვევს ცილებისა და სხვა საკვები ნივთიერებების შეთვისების უნარის დაქვეითებას. ჭარბი ოდენობის შაქრის მიღებისას ტვინში ვერ აღწევს მისი მუშაობისთვის აუცილებელი ნივთიერებები.
სტრესი - ძლიერი ფსიქოემოციური დაძაბულობა იწვევს კავშირის გაწყვეტას ნეირონებს შორის და ართულებს მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ და თანმიმდევრობით აღქმას. ამასთან არის დაკავშირებული ძლიერი ნერვული აღგზნება და შეგრძნება, თითქოს ყველაფერი ხელიდან გივარდება. დაგროვილი სტრესი ასუსტებს მეხსიერებას და ამცირებს ინტელექტუალურ პოტენციალს.
ანტიდეპრესანტები და საძილე საშუალებები - ასეთი პრეპარატების მიღება განსაკუთრებით გავრცელებულია აშშ-ში, იქ ასეთ წამლებს ძალიან ადვილად ნიშნავენ ექიმები. საძილე საშუალებების ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება - ამნეზიაც კი, ასევე ჭკუასუსტობა და სუიციდისკენ მიდრეკილებაც.
სიგარეტის მოწევა - როცა სიგარეტის მავნებლობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში შავ ფილტვებსა და გაფუჭებულ კბილებს წარმოვიდგენთ. ძალიან ცოტას საუბრობენ, რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა ტვინზე: ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროვებს. მოწევა ასევე ზრდის ალცგეიმერის დაავადების რისკს.
მზე - მზის სხივების ნაკლებობა პირდაპირ მოქმედებს ადამიანის შემეცნებით უნარებზე. ულტრაიისფერი სხივები, რომლებსაც მზისგან ვიღებთ, არეგულირებს სისხლისმიმოქცევას, ანუ ჟანგბადისა და სხვა აუცილებელი ნივთიერებების მოძრაობას. მზის სხივი ასევე ხელს უწობს იმ ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე.
წყალი - წყლის ნაკლებობამ შესაძლოა ტვინის მოცულობის შემცირება გამოიწვიოს, რაც საგრძნობლად ამცირებს შრომისუნარიანობას და ინფორმაციის დამახსოვრების უნარი ფაქტობრივად 0%- მდე დაჰყავს. დღეში რეკომენდირებულია მინიმუმ 2 ლიტრი წყლის მიღება.
ჭარბი ინფორმაცია - ყოველწლიურად ინფორმაციის რაოდენობა, რომელსაც ადამიანი ითვისებს იზრდება. ერთი მხრივ, ეს ტვინის ვარჯიში და ტონუსის შენარჩუნებაა. რეალურად, ამ ჭარბი ინფორმაციის მიღებას ტვინი წინააღმდეგობას უწევს. ეს იმაში გამოიხატება, რომ რაღაც მომენტში ტვინი ინფორმაციას აღარ იღებს და მეხსიერებაში ჩავარდნები იწყება.
ბევრი საქმე ერთად - საინფორმაციო სამყაროს მეორე ანომალია: ადამიანი ერთდოულად იღებს ინფორმაციის რამდენიმე ნაკადს. შედეგად, არც ერთი მათგანის შეთვისება არ ხდება სათანადოდ და ცნობიერი ეჩვევა მუშაობის ასეთ ფორმას. ინფორმაციას იღებს ზედაპირულად, და ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)