reportiori.ge - თავდაცვის სამინისტრო მუქარის შემცველ ვიდეორგოლზე გამოძიებაში ერთვება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:54
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტრო მუქარის შემცველ ვიდეორგოლზე გამოძიებაში ერთვება
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 15:26

ამ წუთებში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამინისტროში ჟურნალისტებს ხვდება. მისი თქმით, მუქარის შემცველ ვიდეორგოლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან აიტვირთა, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და არ გამორიცხავს ამაში თავდაცვის სამინსიტროც ჩაერთოს.

„ნატოს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ ის ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან აიტვირთა და  ჩვენი სახელმწიფოსა და შეიარაღებული ჯარების მიმართ მუქარას შეიცავდა. დავასკვენით, რომ ამ მოვლენასა და თავდასხმებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, სერიოზუალდ ვაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას. არაერთი შეხვედრა გვქონდა შს მინისტრთან. გვაიმედებენ, რომ გამოძებაში მალე პროგრესი იქნება. სახელმწიფოს ღირსების საქმეა ამ ამორალური, სულმოკლე ადამიანების დაგეგმილი დანაშაული  გამოიძონ. დააკავონ როგორც შემსრულებლები, ისე დამკვეთები და სამაგალითოდ დასაჯონ. ეს არის ჩვენი ამოცანა, როგორც სახელმწიფოსი. ველოდებით გამოძიების შედეგებს. არ გამოვრიცხავ, ჩვენი ოპერატიული საშუალებებითაც ჩავერთოთ გამოძიებაში“, – განაცხადა ალასანიამ.

 

შეგახსენებთ, საუბარია იმ ვიდეორგოლზე, რომელიც 2013 წლის 5 ივნისს YouTube-ზე გავრცელდა. ვიდეო, სახელწოდებით „ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ“, შეიცავს მუქარას საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, რომელიც ISAF-ის ავღანეთის მისიაში მონაწილეობს. კადრებში ნაჩვენებია დაღუპული ქართველი ჯარისკაცები. თალიბანი იმუქრება, რომ მსგავსი ბედი მოელის თითოეულ ქართველს ავღანეთში და მათაც, ვინც ავღანეთის მიწაზე ისინი გაგზავნა. ვიდეო შეიცავს მუქარას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება. ისინი აცხადებენ, რომ ავღანეთი მათი მიწაა და ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ვიდეო ეკუთვნის ვინმე Hammad Zaman-ს, რომელიც საიტზე 2 ივნისს დარეგისტრირდა. ამას გარდა, მას კიდევ 5 ვიდეო აქვს ატვირთული, სადაც თალიბანის წვრთნებია ასახული.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016