პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს პროკურორის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება. "ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დახუჭა თვალი მოსამართლემ თუნდაც სენაკის ეპიზოდის ირგვლივ, როდესაც დაზარალებულებმა პროცესებზე არაერთხელ აღნიშნეს, რა ვითარებაში ამყოფებდნენ მათ. მოსამართლემ კი ამაზე თვალი დახუჭა. რით იხელმძღვანელა მან, ამას მაშინ გავიგებთ, როცა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩაგვბარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანმებოდა და სრულიად არაადეკვატური იყო", - განაცხადა ნადარეიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ბრალდების მხარეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ერთთვიანი ვადა აქვს.