reportiori.ge - რჩევები, რომელსაც ნეპალელი ბრძენები გვაძლევენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:20
სხვადასხვა
რჩევები, რომელსაც ნეპალელი ბრძენები გვაძლევენ
ავტორი:
26 იანვარი, 2014. 13:52

ნეპალი პატარა სახელმწიფო აზიაში, ცნობილია განსაკუთრებული სილამაზით და ბუნებით,  ქვეყანა ჰიმალაის მთიანეთში მდებარეობს. ნეპალს მთავარ ღირსებად შეიძლება მისი კულტურული მრავალფეროვნება ჩავუთვალოთ. მისი დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი ცასა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად, მის ერთ ნაწილში მრავალქმრიანობაა მიღებული (ორ ძმას ერთი ცოლი ჰყავს. ასეთ შემთთხვევაში შვილებიც საერთოა. ანუ, ორივე ძმა თანაბრად ინაწილებს პასუხიმგებლობას). მის სხვა მეორე ნაწილში კი მრავალცოლიანობა გვხვდება. ასეთი ფუფუნების უფლებას თავს მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი მამაკაცები აძლევენ.

 

ქვეყანაში ძირითადად ინდუიზმი და ბუდიზმია გავრცელებული, სადაც ორივე რელიგია მშვიდობიან თანაცხოვრებას ეწევა. ამ ორი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის პარალელურად სხვა კონფესიებიც ჰარმონიულად თანაარსობენ ამ მიწაზე.

შესაშური მდგომარეობაა კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებითაც. ნეპალში თუ რამეს დაკარგავ, ნივთის პირველივე მპოვნელი აუცილებლად მოგძებნის, მოგაგნებს და დაგიბრუნებს დანაკარგს. ნეპალის ხსენებისას, არ შეიძლება ავცდეთ კუმარის თემას.  კუმარი ადგილობრივი ქალღმერთია. კუმარის შესახებ მრავალი ლეგენდაა, რომლებიც ძირითადად ცოდვილ მეფეებსა და რა თქმა უნდა ნამდვილ ქალღმერთებს ეხება. კუმარი ჩვეულებრივი ბავშვია, რომელიც დიდ სასახლეში ცხოვრობს, რთული საქმეებით არის დაკავებული და იქ მანამდე რჩება, სანამ  დაქალდება. კუმარად გოგონას არჩევა საკმაოდ რთულ პერიპეტიებთან არის დაკავშირებული, სანამ ,,ჟიური“ დარწმუნდება, რომ ის ნამდვილად ქალღმერთ ტალეჯუს რეინკარნაციაა. გაქალღმერთების შემდეგ ის უბრალო მოკვდავთათვის მხოლოდ დღესასწაულებზე ჩნდება. მის სადიდებლად ყოველდღე აღავლენს ლოცვას ადგილობრივი მღვდელმთავარი. მონაწილეობს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეებში და ა.შ.

 

ნეპალელები საკმაოდ გულღია, თბილი, კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხია. ალბათ, სწორედ ამ უკანასკნელმა განაპირობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარება. ნეპალის ბიუჯეტის მთავარ შემოსავალს ხომ სწორედ ტურიზმიდან შემოსული თანხა წარმოადგენს.

 

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ნეპალელი ბრძენების რჩევებს, რომელიც  ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.

 

ბრძენები გვირჩევენ, ვილაპარაკოთ ნელა, მაგრამ სწრაფად ვიფიქროთ; არ განსაჯოთ ადამიანები მათი ნათესავების მიხედვით; როცა ვამბობთ „მე შენ მიყვარხარ“ ამ შემთხვევაში აუცილებლად სიმართლე ვთქვათ! როცა იტყვით „ძალიან ვწუხვარ“ - უყურეთ ადამიანს თვალებში; არასოდეს  დასცინოთ სხვის ოცნებებსა და სიზმრებ; მიეცით ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ამას შენგან ელოდებიან, და გააკეთეთ ეს სიხარულით; ყოველთვის შეინახეთ გონებაში თქვენი საყვარელი ლექსი; არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც მოისმენთ; გაეცით ყველაფერი რაც გაქვთ; იძინეთ, ვიდრე კარგად არ გამოიძინებთ; დიდი სიყვარული და უდიდესი მიღწევები ყოველთვის დიდ რისკს მოითხოვს; როცა წააგებთ, ეცადეთ თქვენს სასარგებლო გამოიყენოთ და კარგი გაკვეთილი მიიღოთ მომავლისთვის; პატივი ეცი შენს თავს, პატივი ეცი სხვებსაც, პასუხი აგე ყველა შენს ქმედებაზე; ნუ მიცემთ უფლებას პატარა ჩხუბმა დიდი მეგობრობა დაანგრიოს; როცა მიხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, ეცადეთ მალე გამოასწოროთ; ეცადეთ ყოველდღე გარკვეული დრო გაატაროთ მარტო; იყავით გულღია, მაგრამ არ დაკარგოთ თქვენი ღირებულებები;ზოგჯერ სიჩუმე - საუკეთესო პასუხია; წაიკითხეთ ბევრი წიგნი; საყვარელ ადამიანთან დავისას, მხოლოდ არსებული სიტუაციით იმსჯელეთ და ნუ გაიხსენებთ წარსულს; წაიკითხეთ ხაზებს შორის; გაუზიარე ცოდნა ბავშვებს - ეს ერთადერთი საშუალებაა თქვენ უკვდავსაყოფად; გაუფრთხილდით დედამიწას, ნუ დააბინძურებთ მას! არასდროს გადაუსწროთ, როცა გვერდით მოგყვებიან! ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში და ნუ მისცემთ ცარიელ რჩევებს; არ ენდოთ მას, ვინც ისე გკოცნით, თვალებსაც რომ არ ხუჭავს! წელიწადში ერთხელ წადით იქ სადაც არ ყოფილხართ! თუ დიდ ფულს გამოიმუშავებთ, ამ ფულის ნაწილი სხვის დახმარებისთვის გამოიყენეთ! დაიმახსოვრეთ, ზოგჯერ თუ ვერ მიაღწევთ სასურველს, ესეც შეიძლება გამართლება იყოს! ექიმებს უსმინეთ, მაგრამ ისწავლეთ ზოგიერთი აკრძალვის დარღვევაც; თქვენიმე“ - ესაა უკანასკნელი წერტილი თქვენი მოგზაურობისა; წარმატებაზე იმსჯელეთ იმით, რაც მის მისაღწევად გაიღეთ! უგუნურად ნუ მიუდგებით სიყვარულს და სამზარეულოს. თუ არ გიყვართ, ნუ მოამზადებთ სხვისი რეცეპტით!

 

 

                                                                                                        (მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016