reportiori.ge - ჯანჯაფილი - გასახდომად და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:46
სხვადასხვა
ჯანჯაფილი - გასახდომად და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად!
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 15:47

 

 

ჯანჯაფილს, იგივე კოჭას, ძველთაგანვე იყენებენ კულინარიაში. მისგან უგემრიელეს ლიმონათსაც კი ამზადებენ. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორებმა საბოლოოდ დააგინეს, რომ ჯანჯაფილი ნაწლავური სიმსივნეების მტერია. უკვე საუკუნეებია ბრძენი ადამიანები ჯანჯაფილით მკურნალობენ. ათეროსკლეროზი, წყლულები, შეხორცების პროცესი, ანთების ჩაქრობა - ეს ყველაფერი კოჭას უტყუარად შეუძლია.

 

ექსპერიმეტი ჩატარდა - 15 ადამიანს 28 დღის განმავლობაში 2 გრამ ჯანჯაფილის ფესვის ფხვნილს აძლევდნენ და თვის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს გააუმჯობესდა სისხლის მიმოქცევა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები მოუგვარდა.


ჯანჯაფილის შესახებ ბევრმა იცის და ასევე მისი სასარგებლო თვისებების შესახებაც. ჯანჯაფილის წარმოშობის ადგილი სამხრეთ ინდოეთია. იგი შეიცავს ადამიანისათვის სასარგებლო ნივთიერებებს: კალციუმს, ალუმინს, ასპარაგინს, ქრომს, ქოლინს, მაგნეზიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, რკინას, თუთიას და ვიტამინებს B1, B2, B3. ჯანჯაფილი შეიცავს 3% ეთერის ზეთს, რაც აძლევს მას სპეციფიკურ მკვეთრად გამოხატულ გემოს და არომატს. მის ფესვებს სიცხარეს აძლევს გინგეროლი. ფესვები გინგეროლის გარდა, სხვა სიცოცხლისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს: ამინომჟავას, ტრეონინს, ლეიზინს, ფელიანინს, მეთიონინს. იმბირის ფესვები გამოიყენება კულინარიაში და სახალხო მედიცინაშიც.

 

ის არის ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიოციდული, ანტიბაქტერიული. დამტკიცებულია, რომ ის მშვენიერი ანტიოქსიდანტია, აფერხებს სიბერის განვითარებას. ასევე იგი ხელს უშლის ორგანიზმში ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. ჯანჯაფილი აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს პარაზიტებისგან და ბაქტერიებისგან. აწესრიგებს კუჭის მოქმედებას.


უამრავმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაციების დროს, გრიპის დროს, ხველების დროს ჯანჯაფილი მოქმედებს დადებითად. ასევე ის გამოიყენება ბრონქიალურ ასთმის წინაღმდეგ. ალერგიული დაავადებების სხვადასხვა ფორმების და მათი გამოვლინებების წინააღმდეგ. ის ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში.

 

ჯანჯაფილი არის მშვენიერი გასახდომი საშუალება. იგი წვავს დაგროვილ ცხიმებს და აღადგენს ნივთიერებათა ცვლას. კანგაცლილი იმბირი კარგავს თავის სასარგებლო მინერალებს. ის შეიცავს 80კ/კ :100 გრ.


ისევე, როგორც ნებისმიერი დიეტის დროს, გახსოვდეთ, ჯანჯაფილის ჩაი ერთი ხელის მოსმით 20 კილოგრამს ვერ მოგაცილებთ. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ ნებისყოფა, აკონტროლოთ კვების პროცესი. უარი თქვით ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე (ფასტ-ფუდი, ტკბილი გაზიანი სასმელი, მაიონეზი). სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ პარალელურად ფიზიკური ვარჯიშითაც დაკავდებით.


მაშ ასე, როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი გახდომისთვის? შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:

 

ჯანჯაფილის ჩაი: 1-1,5 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ჯანჯაფილს დაასხით 200 მილიგრამი წყალი და ნელ ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ სამჯერ დღეში ყოველი ჭამის წინ. შეგიძლიათ ჯანჯაფილი მწვანე ან შავ ჩაიშიც დაუმატოთ.

 

ჯანჯაფილის ჩაი ნივრით: უკვე მოდუღებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ ერთი კბილი ნიორი და დღის განმავლობაში იმავე პრინციპით მიირთვით, როგორც ჩვეულებრივი ჯანჯაფილის ჩაი.

 

ჯანჯაფილის ჩაი გვირილით: გამხმარ გვირილას დაასხით მდუღარე წყალი, მოამზადეთ ნაყენი და დაუმატეთ ჯანჯაფილი. ამ ორი ინგრედიენტის შეხამება ამაღლებს ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს და, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ზედმეტ წონასთან ბრძოლას.

 

იმბირის ჩაი ლიმონითა და დარიჩინით: უკვე მომზადებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი, ფორთოხალი ან ნებისმიერი სხვა ციტრუსი და ერთი ჩხირი დარიჩინი, დააყენეთ ჩაი 20 წუთის განმავლობაში და მიირთვით.

 

ჯანჯაფილის ჩაი წიწაკით:  წიწაკის სიცხარე ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამიტომ ჭამამდე ასეთი ჩაის მირთმევა ხელს უწყობს საკვების სწრაფად და უკეთ გადამუშავებას. ჯანჯაფილის ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ ასკილი, პიტნა, ასევე სამკურნალო ბალახეული.

 

გასახდომად ჯანჯაფილი შეგიძლიათ შემდეგი სახითაც გამოიყენოთ: გახეხილი ჯანჯაფილი შეგიძლიათ სალათებს ან სხვა კერძს მოაყაროთ და მიირთვათ. ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთი ნაჭერი ჯანჯაფილი დაღეჭეთ - ეს დაგიცხრობთ მადას და ნაკლებს მიირთმევთ.


ჯანჯაფილი ასევე ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნილებას. ამისთვის გახეხილ ჯანჯაფილს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი. მართალია, საშინელი გემო აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

 

არ არის სასურველი საკვებად 6 გრამზე მეტი ნედლი ჯანჯაფილის მიღება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჯანჯაფილის მიღება დაუშვებელია. თუ კუჭის აშლილობამ ან გულის რევის შეგრძნებამ შეგაწუხათ, დღეში 2-4 გრამი ჯანჯაფილი გიშველით. (გაფრთხილება! ჯანჯაფილის ჩაი არ დალიოთ ძილის წინ, ძილს დაგიფრთხობთ!)

 

ასევე არ მიიღოთ ჯანჯაფილი, როცა გამწვავებული გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული, როცა გაქვთ სისხლდენა - კოჭა ათხელებს სისხლს და გააძლიერებს სისხლდენას. არ უხდება ორსულებს და მეძუძურებს!

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016