reportiori.ge - კახა კალაძე: ბაჩო ახალაია შესაძლოა, ადამიანების წამებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სისტემის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:44
სამართალი
კახა კალაძე: ბაჩო ახალაია შესაძლოა, ადამიანების წამებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სისტემის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 12:24

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე პატიმრების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენს გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც ციხეებში ხდებოდა, შეუძლებელია დაბალ დონეზე გაკეთებულიყო, თუ დავალებები ზემოდან არ მოდიოდა. მისი თქმით, შესაძლოა, ახალაია არ მონაწილეობდა ადამიანების წამებაში, მაგრამ იგი სისტემის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო, მიხეილ სააკაშვილთან ერთად. პირდაპირ, უშუალოდ შეიძლება ბაჩო ახალაია არ მონაწილეობდა ადამიანების წამებაში, მაგრამ სისტემის იდეოლოგი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს და დამერწმუნებით ალბათ, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია გაკეთდეს დაბალ დონეზე, თუ არ მოდის ზემოდან დავალებები. ეს იყო სისტემური ხასიათის დანაშაული. კეთდებოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ციხეებში, მაგრამ, როდესაც უკვე ვნახეთ ვიდეოფირები, თუ როგორ აუპატიურებდნენ იქ მყოფ ადამიანებს ხელკეტითა და ცოცხით, ამან ყველაფერ ზღვარს გადააჭარბა. ეს არის საშინელება. ჩვენ თუ გავიხსენებთ, მიხეილ სააკაშვილი იმითაც ამაყობდა, თუ რა ხდებოდა ჩვენს ციხეებში და როგორ ჰქონდა დალაგებული. ის ამბობდა, რომ საფრანგეთის სახელმწიფომ მოდელიც კი გადაიღო ციხეების მართვის. ასეთ სისულელეებს ამბობდა მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016