reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: აუცილებლად ჩამოყალიბდება საბოლოოდ ისეთი ქვეყანა, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება ეჭვქვეშ დაყენებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:36
სამართალი
გიორგი ვოლსკი: აუცილებლად ჩამოყალიბდება საბოლოოდ ისეთი ქვეყანა, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება ეჭვქვეშ დაყენებული
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 12:50

სასამართლოს მიერ, ბაჩო ახალაის სამ ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნობის ფაქტს, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.  „რეპორტიორთან" საუბარში, უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასმართლოს მიერ, საბოლოო დასკვნას  საზოგადოებასთან ერთად დაელოდება. „სააპელაციო სასამართლოს შედეგებს უნდა დაველოდოთ,  გარდა ამისა, როგორც მოქალაქემ,  შემიძლია გითხრათ რომ საზოგადოებაში არის ესეთი ჩამოყალიბებული აზრი,  რომ სწორედ ბაჩო ახალაია იყო ვინც სამხედრო წესდებით გათვალისწინებულ ფორმებს არღვევდა. ამასთან დაკავშირებით განმარტება სასამართლომ და  პროკურატურამ უნდა გააკეთოს."  -აცხადებს გიორგი ვოლსკი. პრეზიდენტის მიერ, გუნავას შეწყალების თაობაზე აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ მოთმინებით უნდა უყუროს ქვეყანაში მიმიდნარე მოვლენებს, რადგან ცვლილებეს დრო სჭირდება. „პირადად მე, როგორც მოქალაქე ვერ ვიტყვი თენგიზ გუნავა დამნაშავეა თუ არა. თუკი ვინმეს უნდა რომ დანმაშავედ აღიარონ,  თვითონ მტკიცებულებებს უნდა გადახედონ. პრეზიდენტია, მათავარსარდალია, თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა. ეს   რა თქმა უნდა  გაღიაზიანებას იწვევს, მაგრამ საზოგადოებას მოვუწოდებ,  დაველოდოთ პროცესების განვითარებას. აუცილებლად ჩამოყალიბდება საბოლოოდ ისეთი ქვეყანა, რომელშიც  სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება ეჭვქვეშ დაყენებული. „-აცხადებს ვოლსკი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016