reportiori.ge - ილია მეორე: ღმერთი ადამიანის გულს ხედავს, ქართველ ადამიანს კი მოსიყვარულე გული გააჩნია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:33
რელიგია
ილია მეორე: ღმერთი ადამიანის გულს ხედავს, ქართველ ადამიანს კი მოსიყვარულე გული გააჩნია!
27 იანვარი, 2014. 14:12

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.


პატრიარქის თქმით, წმინდა ნინო არა მარტო ისტორიული პიროვნებაა, ის დღესაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს და გვეხმარება. უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს კიდევ ერთხელ ვუფიქრდებით იმას, თუ რატომ მიიღო უფალმა ასეთი დიდი მადლი საქართველოზე. პატრიარქის განცხადებით, ღმერთი ადამიანის გულს ხედავს, ქართველ ადამიანს კი, მოსიყვარულე გული გააჩნია.

 

წმინდა ნინო არის უდიდესი მადლი, საუნჯე, რომელიც უფალმა მოიღო საქართველოზე. ნათქვამია, სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. უნდა ვეცადოთ იმას, რომ არ დავკარგოთ სულიერი საუნჯე, გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საუნჯეს. ქართველი მეფეები, როდესაც უცხოეთში მიდიოდნენ, არა ოქრო-ვერცხლი, არამედ სიწმინდეები ჩამოჰქონდათ. საქართველო მდიდარია ამ სიწმინდეებით და ეს სიწმინდები დღესაც იმ საქმეს აკეთებენ. უფალმა შეისმინოს ყოველი ადამიანის ლოცვა, რაც გააჩნია მას, რა მწუხარება და განსაცდელიც აქვს ხალხს, უფალმა სიხარულით შეცვალოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა", - ბრძანა პატრიარქმა.


ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელსაც მორწმუნეები ემთხვევიან. სიონში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016