reportiori.ge - მურთაზ ხურცილავა: „დინამოს“ ჩემთვის გული ბევრჯერ უტკენია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:36
სპორტი
მურთაზ ხურცილავა: „დინამოს“ ჩემთვის გული ბევრჯერ უტკენია!
ავტორი:
27 იანვარი, 2014. 19:05

ჟურნალი „ლელო" თბილისის „დინამოსა" და სსრ კავშირის ნაკრების ყოფილი კაპიტნის მურთაზ ხურცილავასთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის „დინამოდან" წასვლის პერიოდს იხსენებს.

 

„დინამოდან" წასვლა ცუდად მახსენდება. არ ვიცი, რატომ და რისთვის, 1972 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ოლიპმიადის ბრინჯაოს მედალოსანი რომ გავხდი, მაშინვე დაიწყეს „დინამოდან" ჩემს გაშვებაზე ლაპარაკი. საბედნიეროდ, ამ ტალღამ გადაიარა, მაგრამ 1975 წელს მაინც გამიშვეს. გულშემატკივარს ჩემი დარჩენა სურდა. 31 წლის ვიყავი და კიდევ ორი წელი თავისუფლად ვითამაშებდი, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადმა მაინც მომიხდა. საერთოდ, გამოცდილი ხალხის ასე გაშვება „დინამოს" ავადმყოფობა იყო. გუნდიდან წასულ ერთ ფეხბურთელსა ვერ დავასახელებ, რომელსაც გული არ ატკინეს. ტრაბახს არ დავიწყებ, მაგრამ შემოთავაზება მქონდა საბჭოთა კავშირის წამყვანი რუსული და უკრაინული გუნდებიდან - კიევის „დინამოდან", „სპარტაკიდან"... მაგრამ თბილისის „დინამოს" წინააღმდეგ ვერაფრის დიდებით ვერ ვითამაშებდი. სეზონი დასრულდა. ბუცები ჩამოვკიდე და ფეხბურთიდან საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით გამაცილეს. „დინამოს" ჩემთვის გული ბევრჯერ უტკენია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მსურს. ამის მიუხედავად, ეს გუნდი ჩემი ცხოვრება იყო და დღემდე ასეა", - აცხადებს ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი.

 




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016