15 ივლისი, 2013. 15:33
თუ პრეზიდენტი მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით იუსტიციის
მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართავს, თეა წულუკიანი პასუხს წერილითვე დაუბრუნებს.
"მე ვიცნობ პრეზიდენტის ზეპირ მოწოდებებს ამ საკითხთან მიმართებაში და ამ მოწოდებებს ვუპასუხებ.”_ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანისთვის უცნობია, მთავრი პროკურორის გადადგომაზე იუსტიციის სამინისტროში ოფიციალური წერილი შევიდა თუ არა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი, ანდრო ბარნოვი, მიხეილ სააკაშვილის სახელით, ოფიციალურ წერილში თეა წულუკიანს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.
წერილი იუსტიციის სამინისტროში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის მიერ, 13 ივლისს გაიგზავნა.