reportiori.ge - ბათუმში ევროკავშირის რჩეული ფილმების ჩვენება გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:51
კულტურა
ბათუმში ევროკავშირის რჩეული ფილმების ჩვენება გაიმართება
28 იანვარი, 2014. 14:37

7-16 თებერვლის ჩათვლით, ბათუმში ევროკავშირის კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე ის ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეარჩიასულ 24 ფილმი იქნება ნაჩვენები. მათ შორის: ტასოს ბულმეტისის ფილმი, - სანელებლების გემო“, რეჟისორ დენის ბოტსის ფილმი - მაგარი ბავშვები არ ტირიან. ფილმში ლეიკემიით დაავადებული გოგონას ამბავია გადმოცემული. ჰოლანდიური მაღალბიუჯეტიანი მარია პეტერსის ფილმი - სანი ბოი, რომელიც შავკანიანი სურინამელი მამაკაცისა და თეთრკანიანი ჰოლანდიელი ქალის აკრძალული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

 

 

ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ლარს ფონ ტრიერის ფილმი, მელანქონია, ანა-გრეტე-ბიარუპ რისის ფილმი - ეს ცხოვრება. ფილმი ეფუძნება ფილების ოჯახის რეალურ ისტორიას, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ დანიის ოკუპაციის პერიოდში ოკუპანტებს დაუპირისპირდა.

 

 

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე ულრიხ კოლერის კინოსურათი ძილის ავადმყოფობა. რეჟისორ ფეო ალადაგის ფილმი როცა ჩვენ ვცხოვრობთ, პაოლო ბიანკინის ფილმი მზე შიგნით“, რეჟისორ ივან ნიტჩევის ნაწარმოები სამყაროს დასასრულის შემდეგ.

 

 

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლა ფილიბერის ფილმი ყოფნა და ქონა“, სადაც აღწერილია საფრანგეთის პროვინციაში არსებული ერთოთახიანი სკოლის დოკუმენტური პორტრეტი.

 

 

ჩეხური ფილმი ავაზაკები“, რომელიც ახალგაზრდა წყვილისა და მათი სამი შვილის შესახებ მოგვითხრობს. რეჟისორ ლაილა პაკალნინას  ფილმი „პიცები. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ასევე რეჟისორ შტეფან ტოლცის დოკუმენტური ფილმი საქართველოზე, სრული სვლით დასავლეთისკენ-საქართველო მომავლის ძიებაში და  კიდევ რამდენიმე საინტერესო კინოსურათი.

 

 

ფილმების ჩვენება 18:00 საათზე  კინოთეატრ  აპოლოში გაიმართება. ფესტივალზე დასწრება უფასოა.

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016