reportiori.ge - თეოდორ დოსტოევსკი 28 იანვარს გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:59
კულტურა
თეოდორ დოსტოევსკი 28 იანვარს გარდაიცვალა
ავტორი:
28 იანვარი, 2014. 14:44

ცნობილი რუსი მწერალი, რომანისტი და ესეისტი თეოდორე მიხეილის ძე დოსტოევსკი მოსკოვში 1821 წლის 11 ნოემბერს დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ წერა 1840-იან წლებში დაიწყო, ყველაზე გახმაურებული ნაშრომები დანაშაული და სასჯელი, იდიოტი და ძმები კარამაზოვები მისი შემოქმედების გვიანდელ წლებს მიეკუთვნება. დოსტოევსკის ნაშრომებს შორისაა თერთმეტი რომანი, სამი ნოველა, ჩვიდმეტი მოთხრობა და სამი ესე. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად.

 

დოსტოევსკი ლიტერატურას პირველად ადრეულ ასაკში ზღაპრებისა და ლეგენდების საშუალებით ეზიარა, თუმცა შემდეგში გაეცნო ინგლისელ, ფრანგ, გერმანელ და რუს ავტორთა წიგნებსაც. 1837 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა დედამისი, რამაც მცირეწლოვანი თედორე სრულიად გაანადგურა. ამ პერიოდში, მან დატოვა სკოლა და შევიდა ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ინჟინრად დაიწყო მუშაობა და ლიბერალური ცხოვრების წესში ჩაეფლო. დამატებითი შემოსავლის მიზნით, მალე წიგნების თარგმნა დაიწყო. 1840-იანი წლების შუა პერიოდში მან პირველი რომანი საწყალი ადამიანები დაწერა, რამაც მას სანკტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო. 1849 წელს დოსტოევსკი დააპატიმრეს ლიტერატურულ ჯგუფ პეტრაშეველებში ჩართულობის გამო. ეს იყო უტოპისტ ლიბერალთა საიდუმლო ორგანიზაცია, ისევე როგორც ლიტერატურის განხილვის ჯგუფი. მას და მის სხვა მეგობრებს მიესაჯათ სიკვდილი, მაგრამ სასჯელი ინსცენირებული აღმოჩნდა და შეიცვალა ციმბირის კატორღაში ოთხწლიანი სამუშაოთი, სადაც გულის ხშირად წასვლის შემდეგ დოსტოევსკის ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. კატორღიდან გათავისუფლების შემდეგ, დოსტოევსკიმ სამხედრო მოსამსახურე გახდა, თუმცა ცუდი ჯანმრთელობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

 

მომდევნო წლებში დოსტოევსკი ჟურნალისტად მუშაობდა, გამოსცემდა რამდენიმე საკუთარ ჟურნალს, შემდეგ კი სერიულ მწერლის დღიურს. მოგზაურობა დაიწყო დასავლეთ ევროპაში, სადაც ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდა, ამან კი ფინანსური პრობლემები შეუქმნა. მაგრამ საბოლოოოდ, თავისი ნაშრომების წყალობით ის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი და ცნობილი რუსი მწერალი გახდა. მისი წიგნები ითარგმნა 170-ზე მეტ ენაზე და გაიყიდა 15 მილიონამდე ასლი. დოსტოევსკიმ გავლენა მოახდინა განსხვავებული ჟანრის მრავალ მწერალზე, ანტონ ჩეხოვითა და ჯეიმზ ჯოისით დაწყებული, ერნესტ ჰემინგუეითა და ჟან-პოლ სარტრით დამთავრებული, ისევე როგორც კიდევ სხვა მრავალზე.

 

დოსტოევსკი 1881 წლის  28 ინვარს პეტერბურგში გარდაიცვალა.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016