reportiori.ge - დღევანდელ დღეს შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:54
კულტურა
დღევანდელ დღეს შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი გარდაიცვალა
ავტორი:
28 იანვარი, 2014. 15:14

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტოკჰოლმში დიდი თოვლი მოვიდა. ერთი ჩვეულებრივი შვედი დიასახლისი ასტრიდ ლინდგრენი ქუჩაში წაიქცა და ფეხი იტკინა. ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი გამოუწერეს. ლოგინში უსაქმოდ წოლა ფრ ლინდგრენს მალე მობეზრდა და მან დროის მოკვლის მიზნით წიგნის წერა დაიწყო. ეს წიგნი არ იყო დასაბეჭდად განკუთვნილი. ასტრიდი საკუთარი ქალიშვილის დაბადების დღისთვის საჩუქარს ამზადებდა.

                        

1907 წლის 14 ნოემბერს პატარა შვედური ქალაქის ვიმერბიუს გაზეთის რუბრიკაში დაიბადნენ“, სხვა განცხადებებთან ერთად, ასეთი ტექსტიც იყო გამოქვეყნებული: არენდატორ სამუელ ავგუსტ ერიქსონს შეეძინა ქალიშვილი ასტრიდ ანა ემილია. ასე გამოჩნდა პირველად პრესაში მომავალი საბავშვო მწერლის სახელი.

 

თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები - უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან - უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.

 

ჩემი წიგნებით ბავშვებისათვის ჭკუის სწავლებას არ ვცდილობ. მუშაობის დროს მე არც ლიტარატურაზე ვფიქრობ და არც პედაგოგიკაზე. ყველაზე მეტად ის მიტაცებდა, რომ თავს კვლავ ბავშვად ვგრძნობდიმე მხოლოდ ისეთ წიგნებს ვწერდი, რომელიც მომწონდა და რომლის წაკითხვაც, უპირველეს ყოვლისა, მსიამოვნებდა. ამის გარეშე, არც კი მექნებოდა იმედი, რომ ჩემი წიგნები სხვასაც მოეწონებოდა“, - ამბობდა ლინდგრენი.

 

არ მსურს დიდებისთვის წერა“, - არაერთხელ განუცხადებია ასტრიდ ლინდგრენს და ეს სიტყვები მისი ცხოვრებისა და შემოქმედების კრედოდ იქცა. ის მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისთვის წერდა, რადგანაც სრულიად იზიარებდა ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის აზრს, რომ ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის.

 

თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც - არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარული გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. შემდგომში ასტრიდმა მათ მიუძღვნა წიგნი „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“ (1973).

 

სკოლაში ასტრიდი კარგად სწავლობდა. განსაკუთრებით მას ლიტერატურა იზიდავდა. მისი ერთ-ერთი მოთხრობა ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა, რის შემდეგაც თანაკლასელებმა მას ზედმეტსახელიც შეარქვეს სელმა ლაგერლიოფი ვიმერბიუდან. რა იცოდნენ ასტრიდის თანაკლასელებმა, რომ წლების შემდეგ ის გაცილებით ცნობილი მწერალი გახდებოდა, ვიდრე სელმა ლაგერლიოფი.

 

ასტრიდმა თანატოლებთან შედარებით ადრე დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. სკოლის დამთავრებისთანავე ის ვიმერბიუს ერთ-ერთ გაზეთში კორექტორად მოეწყო. შემდეგ კი მას საყვარელი კუთხის მიტოვებამ მოუწია. ასტრიდი დაფეხმძიმდა, მან ბავშვის მამასთან ქორწინებაზე უარი განაცხადა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია, ამიტომ ასტრიდმა სტოკჰოლმს მიაშურა. 1926 წელს მას ვაჟი ლარსი შეეძინა.

 

სტოკჰოლმში ასტრიდს ძალიან გაუჭირდა. აქ მას არც ნათესავები ჰყავდა, არც მეგობრები და არც საარსებო წყარო. მე მარტოხელა და ღარიბი ვარ. მარტოხელა იმიტომ, რომ გვერდში არავინ მიდგას და ღარიბი იმიტომ, რომ ერთადერთი ერეს გარდა არაფერი გამაჩნია“, - წერდა ასტრიდი უფროს ძმას. თუმცა მას გაუმართლა: ასტრიდი ავტომობილისტთა სამეფო საზოგადოებაში მდივნად მიიღეს. 1931 წელს ის ცოლად საკუთარ უფროსს  - სტურ ლინდგრენს გაჰყვა. 3 წლის შემდეგ მათ ქალიშვილი კატრინი შეეძინათ. მათი ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა, ოჯახი შეხმატკბილებულად ცხოვრობდა სტურის სიკვდილამდე 1952 წელს.

 

ასტრიდ ლინდგრენი ჩვეულებრივ შვედ დიასახლისად იქცა და ალბათ ასეთადაც დარჩებოდა, რომ არა კატრინი. ყოველ საღამოს, ძილის წინ, ასტრიდი კატრინს ზღაპრებს უყვებოდა. ერთხელაც აღმოჩნდა, რომ მას ზღაპრების მარაგი შემოელია. კატრინმა უთხრა დედას, რომ პეპი გრძელი წინდის შესახებ მოეყოლა. ასტრიდმა არც კი იცოდა თუ ვინ იყო პეპი, მაგრამ მდიდარი ფანტაზიის დახმარებით პეპის სხვადასხვა გაუგონარი თავგადასავლების მოყოლა დაიწყო. მცირე ხანში ასტრიდმა შეამჩნია, რომ კატრინის მეგობრები ხშირად საუბრობდნენ პეპისა და მისი ისტორიების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კარლსონიც კატრინის წარმოსახვის ნაყოფი გახლდათ. ერთხელ მან დედას უთხრა, რომ ფანჯრიდან პატარა კაცი შემოფრინდა, რომელიც მშობლების შემოსვლისას კარადის უკან დაიმალა.

 

სამი წლის შემდეგ კი ასტრიდ ლინდგრენს ფეხი დაუცდადიდთოვლობის გამო სტოკჰოლმის ქუჩებში სიარული ჭირდა. ლოგინში უსაქმოდ მწოლიარე ასტრიდმა კატრინის დაბადების დღისათვის სიურპრიზის მომზადება გადაწყვიტა. მან ხელში კალამი აიღო და პეპი გრძელი წინდას თავგადასავლები ქაღალდზე გადაიტანა. წიგნი არა მარტო კატრინის, არამედ ასტრიდის მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ. მათი რჩევით ასტრიდმა ხელნაწერი გამომცემლობაში მიიტანა.

 

პეპიმ ნამდვილი ფურორი მოახდინა. 1945 წელს პეპიმ პირველი ჯილდო მიიღო, როგორც წლის საუკეთესო საბავშვო წიგნმა. 1949 წელს წიგნი გერმანულ ენაზე გადათარგმნეს და ნილს ჰოლგერსონის პრემიამაც არ დააყოვნა. პირველმა წარმატებამ ასტრიდ ლინდგრენს ფრთები შეასხა. დიასახლისი მიხვდა, რომ მწერლობა მისი მოწოდება იყო. ის ყოველ საღამოს მომდევნო დღის დადგომაზე ოცნებობდა, რათა კვლავ მისცემოდა წერისა და საკუთარ გმირებთან მარტო დარჩენის საშუალება. მალე მსოფლიომ კარლსონი, ბიჭუნა და ფრეკენ ბოკი გაიცნო. შემდეგ გამოჩნდნენ კიდევ 30-მდე წიგნის გმირები: მაწანწალა რასმუსი, ლიონებერგელი ემილი, მიო, ჩემი მიო, განთქმული მაძებარი კალე ბლუმკვისტი და სხვანი. მისი ყოველი ახალი წიგნი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობდა. თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა პრემიების ლაურეატი გახდა.

 

1973 წელს ლინდგრენმა ლინჩეპინგის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიიღო. 1985 წელს ის შვედეთის ყველაზე პოპულარულ მწერლად დაასახელეს - შვედეთის საჯარო ბიბლიოთეკაში ლინდგრენის წიგნები 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა. 1996 წელს სტოკჰოლმის ერთ-ერთ პარკში ასტრიდ ლინდგრენს ძეგლი დაუდგეს. 89 წლის მწერალი თავად ესწრებოდა გახსნის ცერემონიალსის გახდა პირველი ქალი, რომელსაც ასეთი პატივი სიცოცხლეშივე ხვდა წილად. ლინდგრენის ნაწარმოებების მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 40-მდე მხატვრული ფილმი გადაიღეს.

 

ასაკის მატებასთან ერთად ლინდგრენი სულ უფრო ნაკლებს წერდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მან პრესასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. ავადმყოფობის მიუხედავად, ასტრიდ ლინდგრენი მის მიერ დაარსებულ ინვალიდ ბავშვთა ფონდს ხელმძღვანელობდა, ასევე ის ცხოველთა დაცვის მოძრაობის აქტიური წევრი გახლდათ და ყოველწლიურად მონაწილეობდა ასტრიდ ლინდგრენის პრემიის გადაცემის ცერემონიალში, რომელიც გამომცემლობამ დააწესა.

 

სტოკჰოლმის შემოგარენში ასტრიდ ლინდგრენის პარკი მოქმედებს, სადაც ბავშვები კარლსონთან ერთად სახურავზე დარბიან, პეპი გრძელი წინდას ცხენზე სეირნობენ. ლინდგრენის წიგნები მსოფლიოს 80 ენაზე თარგმნილი. ასტრიდ ლინდგრენის სახელს ატარებს ერთ-ერთი ვარსკვლავი. შვედებმა ის შვედეთის მე-20 საუკუნის ქალად აღიარეს და 2001 წელს სტოკჰოლმში მისი სახელობის მუზეუმი დააარსეს. 2002 წლის 28 იანვარს 95 წლის ასაკში ასტრიდ ლინდგრენი გარდაიცვალა.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016