რუსული სააგენტო „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სტატიას აქვეყნებს, სადაც პრემიერი ევროპასთან ინტეგრირების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი ამ მხრივ დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მეზობლად სტაბილური და განვითარებული სახელმწიფო ჰყავდეს.
„ევროპა იდეალური არ არის, მაგრამ უკეთესი სად არის?"- წერს ღარიბაშილი.
„რუსეთი საქართველოსა და ევროპას შორის კედლის ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. რუსეთის მხრიდან დახმარება, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფო გახდეს, სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის ძირითადი თეზისი იქნებოდა. ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმეგ თბილისსა და მოსკოვს ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ კავკასიაში სტაბილური სიტუაცია ორივე ქვეყნის ინტერესებში უნდა შედიოდეს", -აღნიშნულია სტატიაში.
ღარიბაშვილის განცხადებით, ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში რუსეთმა და საქართველომ შესაძლებელია ბევრი ერთობლივი პროექტი განახორციელოს. მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)