reportiori.ge - ეროვნული საოპერო რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა 28 იანვარს დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:36
კულტურა
ეროვნული საოპერო რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა 28 იანვარს დაიბადა
ავტორი:
28 იანვარი, 2014. 17:55

საქართველოს სახალხო არტისტი, რეჟისორი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე წუწუნავა დაიბადა 1881 წლის 28 იანვარს ქუთაისში. 1900 წელს მსახიობად ჩაირიცხა ქუთაისის თეატრის დასში. 1910 დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდია (სარეჟისორო განხრით). ამავე წლიდან რეჟისორად მუშაობდა საქართველოს, ბაქოსა და რუსეთის სხვადასხვა თეატრში.

 

ალექსანდრე წუწუნავა იყო  . სტანისლავსკის შემოქმედებითი პრინციპების მიმდევარი და გამგრძელებელი. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული პროფესიული რეჟისორული ხელოვნების განვითარებაში. წუწუნავას დადგმები დრამატულ სცენაზე - . ანუნციოს იორიოს ასული, . გედევანიშვილის მსხვერპლი, . გოგოლის რევიზორი, . ყაზბეგის არსენა“, . გრიბოედოვის ვაი ჭკუისაგან, . ნაკაშიძის ვინ არის დამნაშავე? და სხვა გამოირჩეოდნენ დიდი პროფესიული კულტურითა და ოსტატობით, საინტერესო ინტერპრეტაციით, ანსამბლურობით, მასობრივი სცენების გულმოდგინე დამუშავებით, სისადავით, პერსონაჟთა სახეებისა და ხასიათების ღრმა ფსიქოლოგიური გახსნით, შინაგანი დინამიკურობით. წუწუნავა ქართული ეროვნული საოპერო რეჟისურის ფუძემდებელია.

 

1918–1955 წლებში სათავეში ედგა თბილისის საოპერო თეატრს, იყო მისი დირექტორი. მთავარი რეჟისორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, აგრეთვე ეროვნული ოპერის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პირველი ქართული ოპერების. არაყიშვილის თქმულება შოთა რუსთაველზე, . ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი, . დოლიძის ქეთო და კოტე, . ბალანჩივაძის დარეჯან ცბიერი, . მშველიძის ამბავი ტარიელისა (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1947) - პირველი დამდგმელი.

 

უდიდესია წუწუნავას წვლილი ქართულ კინოხელოვნებაში. იგი არის ქართული ეროვნული მხატვრული კინემატოგრაფიის ფუძემდებელი. ფილმები: პირველი ქართული მხატვრული ფილმი ქრისტინე (მისივე სცენარის მიხედვით, 1916), ვინ არის დამნაშავე? (1925), ხანუმა (1926), ორი მონადირე (1926), და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. კინოსტუდია ქართული ფილმის ეზოში დგას მისი ბიუსტი. თბილისში არის ალექსანდრე წუწუნავას ქუჩა.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016