reportiori.ge - ლონდონის მოდის კვირეულზე ძველ ქართულ სამოსს წარადგენენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:32
კულტურა
ლონდონის მოდის კვირეულზე ძველ ქართულ სამოსს წარადგენენ
28 იანვარი, 2014. 19:19

ლონდონის მოდის კვირეულზე ძველ ქართულ სამოსს წარადგენენ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, დიზაინის ფაკულტეტის და მოდის დიზაინის მიმართულება 12-23 თებერვალს ლონდონის 2014 წლის მოდის კვირეულის ფარგლებში, ბრიტანეთის მოდის საერთაშორისო შოუქეისში მონაწილეობის მისაღებად, ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერაა მიწვეული. 

 

ასევე, გაიმართება კონკურსი, სადაც პრიზი გადაეცემათ ახალგაზრდა დამწყებ დიზაინერებს, მოდის დარგში ინოვაციური დიზაინერული ნამუშევრებისთვის.

 

შოუქეისში მონაწილეობის მისაღებად მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაკა ბახტაძემ და პროექტის ინიციატორთა ჯგუფმა წარადგინა თემა „ძველი ქართული კოსტუმის რეკონსტრუქცია“.

 

პროექტი მოიცავს ქართული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი  ნიშნის - ქართული სამოსის რეკონსტრუქციას თანამედროვე კონტექსტში, რაც არის შანსი დამწყები დიზაინერებისთვის და მოდის დიზაინის მიმართულებისთვის. ეს იქნება რეკონსტრუირებული ქართული კოსტიუმების კონცეპტუალური ინსტალაცია ვიდეოფილმის, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი უძველესი ქართული სამკაულების ასლებისა და რეკონსტრუირებული ქართული სამკაულის თანხლებით.

 

კოსტიუმების ავტორები ახალგაზრდა დამწყები დიზაინერები არიან, მოდის დიზაინის მიმართულების საბაკალვრო, სამაგისტრო  საფეხურებისა და კურსდამთავრებული სტუდენტები.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ექსპერიმენტული კვლევითი ლაბორატორია „ლურჯი სუფრა“.

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016