ადვოკატი ლალი აფციაური, ბაჩო ახალაიას სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. „რეპორტიორთან" კომენტირებისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროკურატურა ვალდებული იყო დაემტკიცებინა ახალაიასთვის ბრალდება. „პროკურორებმა, რომლებმაც ეს „უდანაშაულო" არსება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაული ჩაიდინეს - „უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში". დააკავეთა ყველა პროკურორი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმეში და მათი ხელმძღვანელებიც ზედ მიაყოლეთ. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ვაფასებ, იმიტომ რომ წინასწარ ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლო მიშასია. რაც შეხება პროკურატურას, ბრალდების მხარე „სუსტია"- საბოტაჟი! ახალაიამ თქვა: „მე არ ვიცი რა ინფორმაციებს ფლობთ, თქვენ ვალდებულები ხართ დამიმტკიცოთ დანაშაული". ეს არსება ამ შემთხვევაში აბსოლიტურად სწორია. ბრალდების მხარე აქვს მტკიცების ტვირთი და ვალდებულები იყვნენ დაემტკიცებინათ. ძველი კადრები, რომლებიც ახალაიასთან და დანარჩენებთან ერთად წლების მანძილზე დანაშაულს სჩადიოდნენ შეიძლება რამე სასიკეთოს აკეთებდნენ?"-აღნიშნა ადვოკტმა.