reportiori.ge - რა საფრთხეს შეიცავს პოლიეთილენში შეფუთული პური?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:09
სხვადასხვა
რა საფრთხეს შეიცავს პოლიეთილენში შეფუთული პური?
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 14:00

რა განსხვავებაა ქაღალდისა და მუყაოს ყუთში შენახულ საკვებ პროდუქტს შორის და როგორ გავარჩიოთ მისი ვარგისიანობა? ამ კითხვებით ამბები.გე"- სურსათის ექსპერტ თამარ სარჯველაძეს მიმართა.


 

დახლებზე პურ-პროდუქტების საკმაოდ დიდი ნაწილი ან არ არის შეფუთული, ან პოლიეთილენის პარკშია მოთავსებული, რაც საუკეთესო გამოსავალი არ არის. პურს გამოცხობიდან მინიმუმ 2 საათის განმავლობაში უნდა ვაცადოთ გაგრილება და ბუნებრივ კონდიციამდე მიყვანა. ბოლო დროს დახლებზე გამოჩნდა პური, რომელიც ქაღალდშია შეფუთული, თუმცა შუა ნაწილი პოლიეთილენისაა და გამჭვირვალეა. ეს მომხმარებელს უადვილებს გაარჩიოს პურის შეფერილობა და ვარგისიანობა. ასეთი შეფუთვა ყველაზე უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტთან", - აცხადებს ის.


 

მნიშვნელოვანია არა მარტო პურის ქარხანასა და დახლზე შენახვის პირობების დაცვა, არამედ ისიც, თუ რა პირობებში ვინახავთ მას სახლში მოტანისას. სასურველია, თუკი სხვადასხვა სახეობის პურს განცალკევებით მოვათავსებთ ან ხის საპურეში, ან ემალირებულ ქვაბში. ქვაბის ტენისგან გაწმენდა ადვილია, რასაც ვერ ვიტყოდით პოლიეთილენზე", - აცხადებს სარჯველაძე.



რაც შეეხება პურის შენახვის ვადებს, აქაც სიფრთხილე გვმართებს. სურსათის ექსპერტების მიერ რეკომენდებულია არაუმეტეს 48 საათისა. ხშირად გასტროენტეროლოგები კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე პაციენტებს ე.წ. „გუშინდელ პურს" ურჩევენ. ამ შემთხვევაში პურის გამოშრობა „ტოსტერში", ან ტაფაზე, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არის რეკომენდებული.


 

და ბოლოს, თუკი პოლიეთილენში ან ქაღალდის გაუმჭვირვალე პარკში შეფუთული პურის ყიდვას გადაწყვეტთ, მისი ვარგისიანობის შემოწმების ყველაზე მარტივ გზას მიმართეთ - მოუჭირეთ პურს ხელი. თუ რამდენიმე წამში პირვანდელი სისქეს დაუბრუნდება, ე.ი. საკვებად ვარგისია და ნაკლები შანსია იმისა, რომ მას წებოვანი გული ჰქონდეს.

 



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016