reportiori.ge - გრიშა ონიანი: მტერი დღეს კიევს მოადგა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:34
პრეს-დაიჯესტი
გრიშა ონიანი: მტერი დღეს კიევს მოადგა!
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 14:23

უკიდურესად შეშფოთებული ვარ  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით, უამრავმა ქართველმა შესწირა თავი უკრაინის დაცვასა და გათავისუფლებას ისევე, როგორც ბევრმა უკრაინელმა - კავკასიის დაცვას ფაშისტური ურდოებისაგან. თუ ადრე უკრაინის მიწაზე მოდიოდა თვალუწვდენელი საბჭოეთის საკმარი პური, მაღაროებიდან მოედინებოდა აურაცხელი მადანი, ხოლო მეცნიერებიდან - უშრეტი კოსმიური ენერგია, დღეს ბენდერების შთამომავლებისა და ტროცკისტების ნარჩენების მიერ ნადგურდება ყოველივე!


პოსტსაბჭოთა ქვეყნები ისევე, როგორც უკრაინა, მოფენილია უცხოელი დაზვერვის აგენტურით, რომელიც დღენიადაგ ცდილობს ხალხთა შორის შუღლის გაღვივებას. უცხოელ დამპყრობთა მიზანი მიღწეულია, პოსტსაბჭოთა სივრცემ დაკარგა როგორც დამოუკიდებლობა, ისე თავმოყვარეობა და სიმხნევე. ყველა ქვეყნის ხალხები ტოტალურად ემორჩილებიან დალესის პროგრამის განხორციელებას, შეზღუდულია პროგრესული აზროვნება, ეროვნული თუ ნაციონალური კულტურის განვითარება.


რუსი ხალხი, დიდი სტალინის მიერ დიდ რუს ხალხად აღიარებული, ყოველთვის იყო და უნდა დარჩეს ევროპისა და მსოფლიო ხალხთა გადამრჩენ ძალად! ევროპის ხალხები ვალში არიან რუსი ხალხის წინაშე, ჯერ ოსმალთა იმპერიის კლანჭებიდან, ხოლო მოგვიანებით ფაშისტური უღლისაგან გათავისუფლების გამო. სწორედ დიდ რუს ხალხს მიუძღვის არნახული წვლილი დაქუცმაცებული კავკასიის ერთ მუშტად გაერთიანებაში და სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში.


წარმოუდგენელია, 1801 წელს 500-ათასკაციანი პროვინცია, რომელსაც უზარმაზარი ისლამური სახელმწიფოები - ოსმალეთი და სპარსეთი იყოფდნენ, ერთ ქვეყნად შეკრულიყო და 200 წლის განმავლობაში 5-მილიონიან სახელმწიფოდ გადაქცეულიყო.


რუსი ხალხის დამსახურებაა საქართველოში დამშრალი ჭაობები, ბაღნარად ქცეული კოლხეთი, სარწყავი ქსელით დასერილი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო, აყვავებული მეცნიერება, კულტურა, მწერლობა, ჯანდაცვა და სპორტი, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს.


ბატონო პრეზიდენტო, თქვენ არ გეგონოთ, რომ ქართველი ხალხი რუსი ხალხის უმადურია, არ უნდა მასთან მეზობლობა და მეგობრობა. ის, რაც რუსსა და ქართველს შოის მოხდა, ესეც მტრის მიერ დაგებული მახეა. ამაში არამარტო ქართველები, არამედ რუსები და მთელი ევროპის ხალხები გაებნენ, რამაც არამარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო აზარალა!


მსოფლიოში არცერთ ერს მეორე ერისათვის ისეთი გენოციდი არ მოუწყვია, როგორიც გერმანულმა ფაშიზმმა ებრაელებს მოუწყო, მაგრამ დღეს ისრაელი და გერმანიის რესპუბლიკა სტრატეგიული პარტნიორები არიან. დადგება დრო, როდესაც ქართველი კაცი ისევ მოიკითხავს თავის უახლოეს რუს ძმებს და ეს ორი ერი ძმურ ოჯახში ცხორობს.


ნატო-სა და ევროკავშირისაკენ სწრაფვა და მისი პროპაგანდა იმ მეხუთე კოლონის შემოქმედებაა, რომელიც ამერიკას ჰყავს ჩანერგილი ქართველ საზოგადოებაში არასამთავრობოების სახით.


მტერი მოსკოვთან იყო და მას დიდი რუსი ხალხი და მისი დიდი მხედართმთავარი სტალინი არ შეუშინდა. მტერი დღეს კიევს მოადგა, ცდილობს, მეორედ დასცეს ძირს გმირი ქალაქი და დაიმონოს გმირი უკრაინელი ხალხი. კიევის ქუჩებში გამოსული ადამიანები უცხოელი აგენტურის მოსყიდული მეხუთე კოლონაა, რომელიც ხალისით ანგრევს 1941-45 წლების მემორიალებს და დგამს, ბენდერებისა და ტროცკისტების ძეგლებს.


ბატონო პრეზიდენტო! თუ დღეს იმპერიალისტებმა კიევში, ევროპის მოედანზე, დაანთეს ხანძარი, ხვალ ეს ხანძარი თბილისში, ერევანში, ბაქოში, ასტანაში და ბოლოს მოსკოვში, წითელ მოედანზე, დაინთება. იცოდეთ, „მტერი ვერაგი და ცბიერია", ოკეანის გაღმელმა იმპერიალისტებმა მთლიანად გამოაყეყეჩეს ბებერი ევროპა და თავისივე ხელით აჭრევინებენ სასიცოცხლო ტოტს.


დიდმა რუსმა ხალხმა მესამედ უნდა იხსნას არამარტო ევროპა და პოსტსაბჭოთა სივრცეც, არამედ მსოფლიო ცივილიზაცია. სხვა ძალა, რომელიც შეაჩერებს ამ ბნელეთის მოციქულებს, რომლებიც სატანური სამალავებიდან მართავენ სამყაროს, არ არსებობს!


 თქვენ შემოგყურებენ ლათინური ამერიკის თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდები, თქვენ შეგღაღადებთ ერაყში უდანაშაულოდ დახოცილთა 100 ათასობით ოჯახი, სამარცხვინოდ დასჯილი ამაყი ლიბიელი ხალხი, მამაცობით სახელმოხვეჭილი სირიელი მებრძოლები, პატივაყრილი იუგოსლავიელი პატრიოტები და მათი სულები, თქვენ შემოგცქერით მთელი პროგრესული კაცობრიობა!!!


ალენ დალესის ცოფიანი აგენტურა როგორც ყოველთვის, ახლაც გაილაშქრებს სიმართლის წინააღმდეგ, დამსახავენ კრემლის აგენტად და მეხუთე კოლონად, მაგრამ ამას არ შევუშინდები. დაე, მე ვიყო კრემლის აგენტიც და მეხუთე კოლონის აქტიური წევრიც, თუ ჩემი მართალი სიტყვით ჩემს ხალხსა და სამშობლოს გადავარჩენ!




„ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016