reportiori.ge - ზამთრის ოლიმპიადების მცირე ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:49
სპორტი
ზამთრის ოლიმპიადების მცირე ისტორია
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 15:06

90 წლის წინ 1924 წლის 25 იანვარს საფრანგეთის ქალაქ შამონიში გაიმართა „საერთაშორისო სპორტული კვირეული", რომელიც ზაფხულის VIII ოლიმპიადის ზამთრის დამატებად განიხილებოდა. ერთი წლის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე ჩატარებულ შეჯიბრს ზამთრის პირველი ოლიმპიადის სტატუსი მიანიჭა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი საინტერესოც მოხდა:


* შამონიში სპორტსმენებმა 14 სახეობაში იასპარეზეს. სოჭში მედლების 98 კომპლექტი გათამაშდება.


* ზამთრის სახეობებში პირველი რუსი ოლიმპიური ჩემპიონი იყო ნიკოლაი პანინ-კოლომენკინი, მან ეს მედალი 1908 წლის ზაფხულის (!) ოლიმპიადაზე მოიპოვა, რომლის პროგრამაშიც ფიგურული ციგურაობა შედიოდა.


* ოლიმპიური მოძრაობის ისტორიკოსები ყველაზე უცნაურ გამარჯვებად  სოლტ-ლეიკ-სიტიში - 2002 წელს შორტ-ტრეკში, ავსტრალიელი სტივენ ბრედბერის ოქროს მედალს მიიჩნევენ. ნახევარფინალში ბრედბერი ფინიშამდე 100 მეტრით ადრე ბოლო ადგილზე იყო, მაგრამ მოულოდნელად მის წინ მყოფი სამი სპორტსმენი დაეცა და ავსტრალიელი ფინალში მოხვდა. გადამწყვეტი გარბენისას ისტორია განმეორდა: ოქროს მედლისთვის იბრძოდნენ: ამერიკელი არტურ აპოლო, კორეელი ან ჰენ სუ, ჩინელი სი ხუან ლი და კანადელი მატიე ტურკოტი. ბოლო მოსახვევში კანადელის დაცემამ ზედახორა გამოიწვია, ყველა მდევარი წაქცეულს გამოედო და... მანამდე ბოლო ადგილზე მყოფმა ბრედბერიმ მშვიდად გადაკვეთა ფინიში.


* 1948 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ჩეხმა ჰოკეისტმა იაროსლავ დრობნიმ გუნდთან ერთად ვერცხლის მედალი მოიგო. რამდენიმე კვირის მერე კი საფრანგეთის ღია პირველობის ორგზის გამარჯვებული გახდა... ჩოგბურთში.


* ყველაზე მეტი მედალი მოპოვებული აქვს ნორვეგიელ ბიორნ დელის: 8 ოქრო და 4 ვერცხლი. ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვებებით ლიდერობს ამერიკელი ერიკ ჰაიდენი, რომელმაც 1980 წელს ლეიკ-პლესიდში 4 ოქრო მოიგო.


* ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა, რომლის წარმომადგენელმაც ოქროს მედალი მოიპოვა არის ლიხტენშტეინი. 1980 წელს ლეიკ-პლესიდში ქვეყანამ, რომლის მოსახლეობაც 25,5 ათას კაცს შეადგენს საერთო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავა, რასაც სამთო მოთხილამურე ჰანი ვენცელს უნდა უმადლოდეს, ვინც ოქროს მედლები მოიპოვა სლალომსა და გიგანტურ სლალომში.



(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016