reportiori.ge - მამუკა ღლონტი პრემიერ-მინისტრს: მინდა გაუგებრობად ჩაითვალოს და არავინ დაისაჯოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:36
მედია
მამუკა ღლონტი პრემიერ-მინისტრს: მინდა გაუგებრობად ჩაითვალოს და არავინ დაისაჯოს!
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 15:36

ტელეკომპანია მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. პასუხის პასუხი მამუკა ღლონტმა პრემიერ-მინისტრს გადაცემა ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა სუბიექტურ აზრში" გასცა.

 

ხშირად მესმის ჩვენი პროდუსერებს წუხილი, რომ პრემიერი ვერ მოიყვანეს თოქ-შოუებში. ობიექტურობისთვის მინდა აღნიშნო, რომ ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. უფრო გახსნილები არიან და ამის არაღნიშვნა არ შეიძლება, საგაზეთო ინტერვიში გამოვთქვი წუხილი და ისიც, რაზეც საუბარი იყო პრესცენტრიდან რეტინგთან დაკავშირებით. არ მინდა, რომ ამის გამო ვინმე დაისაჯოს, იმიტომ რომ ვიცი იქ ვინც მუშაობ, წარსულში კარგი ჟურნალისტები იყვნენ, ძალიან კარგი ადამიანები არიან და მინდა რომ ეს გარკვეულწილად გაუგებრობად ჩაითვალოს და ვინმე არ დაისაჯოს.

 

გააჩნია რეიტინგში რას გულისხმობენ, თუ ნდობის რეიტინგს ვიგულისხმებთ, ვფიქრობ მაესტროს" ყველაზე დიდი ნდობის რეიტინგი აქვს, ყურებადობის რეიტინგი ერთადერთი ტელევიზიაა ამ ეტაპზე რუსთავი 2", რომელსაც ჩვენზე დიდი რეიტინგი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაჩაგრო სხვა ტელევიზია. როდესაც ასეთი რანგის პოლიტიკსი მიდის რომელიმე სატელევიზო ეთერში, ბუნებრივია, ამ ტელევიზიის რეიტინგ საგრძნობლად იწევს. ერთთან თუ მიდიხარ, რამდენიმე ტელევიზიასაც უნდა დასდო ეს პატივი. როგორც კოკა-კოლას" ყველგან ერთი გემო აქვს ბრაზილიაშიც და ჩოხატაურშიც, ასევე არ უნდა იყოს ლილება იმის და მიხედვით, ვინ არის პრეზიდენტი, ვინ არის პრემიერი და მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი. სტანდარტი ხელისუფლების და მედიის ურთიერთობის უნდა იყოს ერთი, უამისოდ ვერ ავაშენებთ ნორმალურ, ცივილურ ურთიერთობებს. არ შეიძლება უთხრა პროდუსერს, რომ მე იქ იმიტომ მივდივარ, რომ იმას შენზე მეტი რეიტინგი აქვს, თუმცა გუშინ და გუშინწინ შენს ტელევიზიაში ვიყავი დღე და ღამე და შენი ტელევიზიიდან ვამბობდი სიმართლეს", - განაცხადა მამუკა ღლონტმა.


შეგახსენებთ, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილ მამუკა ღლონტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მამუკა ღლონტს კანცელარიის თანამშრომელმა უთხრა, თითქოს ის მაესტროში" მხოლოდ იმიტომ არ მიდის, რომ უფრო რეიტინგულ არხებზე აკეთებს აქცენტს. ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის აბსურდი და მგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, პრემიერმა ჟურნალისტებს სთხოვა ამის შესახებ პირადად აცნობონ. მან ასევე კანცელარიის უფროსს იმ თანამშრომლის ვინაობის დადგენა მოსთხოვა, ვინც მაესტროსთან" აღნიშნული განცხადება გააკეთა.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016