საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან ამნისტირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სტატისტიკის ანალიზს აქვეყნებს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ეტაპობრივად განათავსებს ინფორმაციას ამნისტიის მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად 2013 წლის ივლისის თვეში ამნისტირებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული 11 პირი (ბრალდებული/მსჯავრდებული). მათგან თერთმეტივე, საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა. ამნისტირებულ 11 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის 10 - მამრობითი და 1 - მდედრობითი სქესის სრულწლოვანი იყო."- ნათქვამია განცხადებაში.