reportiori.ge - ალექსანდრე მაკედონელის კითხვები, რომელსაც პასუხს ინდოელი ბრძენი სცემდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:21
სხვადასხვა
ალექსანდრე მაკედონელის კითხვები, რომელსაც პასუხს ინდოელი ბრძენი სცემდა
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 17:53

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი, ასევე ალექსანდრე III - მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 356-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარია ისტორიაში, რომელმაც სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო. მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს ადოლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.


დიდი მხედართმთავარი, ალექსანდრე მაკედონელი ისტორიაში ჯადოსნის სახელითაც შევიდა. საიდუმლო ცოდნა მას მამამ გადასცა. ალექსანდრეს მამა იყო ფილიპე II - მეტსახელად ბარბაროსი იყო, მაგრამ ალექსანდრეს თანამედროვეებს ამის თაობაზე სხვა მოსაზრება ჰქონდათ. დიდი მხედართმთავრის დედას - ოლიმპიადასაც თავისი კანონიერი მეუღლისთვის არასდროს უწოდებია ალექსანდრეს მშობელი. ამბობდა, შვილი ღვთისგან ჩამესახაო. ის გულისხმობდა საყვარელ მამაკაცს, ფარაონ ნეხტანებო II-ს, რომელიც, როგორც ყველა ფარაონი, ეგვიპტეში ცოცხალ ღმერთად ითვლებოდა.


მაკედონელი ახალი დაპყრობებისა და უცხო ქვეყნების აღების გეგმებს სახავდა, როდესაც 33 წლის ასაკში მოულოდნელად ავად გახდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ისტორიკოსთა აზრით, მას მალარიამ მოუღო ბოლო. სასიკვდილო სარეცელზე ალექსანდრეს უთქვამს: - წინასწარ ვხედავ, რომ ჩემს საფლავზე დიდი შეჯიბრი გაიმართება.


ეს წინასწარმეტყველება მალევე ახდა, როდესაც მისმა სარდლებმა - დიადოხოსებმა (ბერძ. მემკვიდრეები) იმპერიის გადანაწილებისთვის ერთმანეთთან სასტიკი ბრძოლა დაიწყეს, რომელიც მრავალ ათწლეულს გაგრძელდა. გადმოცემის მიხედვით, ალექსანდრეს ნეშტი მისმა სარდალმა, პტოლემეოსმა ეგვიპტეში გადაასვენა და ალექსანდრიაში დაკრძალა. თუმცა დღეს უცნობია, სად არის დაკრძალული ეს უდიდესი მხედართმთავარი.

გთავაზობთ ალექსანდრე მაკედონელის კითხვებს, რომელზე პასუხებსაც ინდოელი ბრძენი სცემდა.

1. ქვეყანაზე ვინ უფრო მეტია, მკვდარი თუ ცოცხალი? - ცოცხალი, რადგან მკვდარი უკვე აღარ არის.

2. რა უფრო მეტ საკვებს იძლევა, მიწა თუ ზღვა? - ზღვა, რადგან მიწა თავად არის მხოლოდ კუნძული მსოფლიო ზღვაში.

3. რომელი ცხოველია ყველაზე ეშმაკი? - ის, რომელიც ადამიანს ჯერ არ დაუჭერია.

4. რატომ ურჩევდით მეფე ფეროსს (ინდოეთის მეფე), ებრძოლა ჩემს წინააღმდეგ? - იმიტომ, რომ ის სახელოვნად მეფობდა, ცხოვრობდა და სიკვდილიც სახელოვანი უნდა ჰქონოდა.

5. რა უფრო მეტი იყო, დღე თუ ღამე? - დღე იყო ადრე, ერთი დღით. („ძნელი პასუხია", უთხრა ალექსანდრემ. „ძნელ კითხვაზე", უპასუხეს ბერებმა).

6. როგორ დავიმსახურო სიყვარული? - იყავი ყველაზე ძლიერი, მაგრამ არა საშინელი.

7. როგორ გავხდე ღმერთი? - გააკეთე ის, რაც არ ძალუძს ადამიანს.

8. რა უფრო ძნელი და ძლიერია, სიცოცხლე თუ სიკვდილი? - სიცოცხლე, მასში მეტი ტანჯვაა.

9. როდის უნდა მოკვდეს ადამიანი? - როდესაც სიკვდილი ჯობია, ვიდრე სიცოცხლე.

... მეათე კითხვა ისტორიკოსებს ვერ დაუმახსოვრებიათ.





(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016