reportiori.ge - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კრივში ჩემპიონატი გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:20
სპორტი
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კრივში ჩემპიონატი გაიმართა
29 იანვარი, 2014. 18:01

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კრივში რიგით მე-5 ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში ერთმანეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის, სამხედრო პოლიციის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სპეციალური დანიშნულების ძალებისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წარმომადგენლებმა გაუწიეს მეტოქეობა.


გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც შესაბამისი სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. გუნდური პირველობა მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ჯარისკაცებმა მოიპოვეს. მათ ჯილდოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების თასი მიიღეს.


ჩემპიონატის დაწყებამდე 39-მა სამხედრომ მონაწილეობის მისაღებად ყველა საჭირო შემოწმება გაიარა და ტურნირთან დაკავშირებით, შესაბამისი ინსტრუქტაჟიც მიიღო.


ჩემპიონატი 60, 64, 69, 75, 81, 90, +90 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაიმართა. ბრძოლები საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ტურნირს კრივის ეროვნული ფედერაციიდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები და თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016