reportiori.ge - თავდაცვის აკადემიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:26
კულტურა
თავდაცვის აკადემიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
29 იანვარი, 2014. 20:03

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში წიგნის კარი გამიღე" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე დაესწრნენ.


როგორც თამარ ქაროსანიძემ აღნიშნა, მსგავსი სახის შეხვედრები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის: თავდაცვის სამინისტროს დიდი სურვილი აქვს რომ ჯარი არ აღიქმებოდეს როგორც დახურული ინსტიტუტი. ჯარი არის საზოგადოების ნაწილი. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს საზოგადოებისთვის ცნობილი საინტერესო მოღვაწეები ხვდებოდნენ და იყოს ინტენსიური დიალოგი მათ შორის არამხოლოდ თავდაცვის და სამხედრო თემატიკაზე, არამედ იმ საკითხებზე, რაც ჯარისკაცს, როგორც საზოგადოების წარმომადგენელს, შეიძლება აინტერესებდეს და აწუხებდეს".


პრეზენტაციაზე მწერლებმა დათო ტურაშვილმა და ლაშა ბუღაძემ წიგნში მოთხრობილი ისტორიებისა და პრობლემატიკის შესახებ ისაუბრეს. ავტორებმა რამდენიმე ათეული წიგნი ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საჩუქრად გადასცეს.


წიგნი ცხრა ქართველი მწერლის მოთხრობას აერთიანებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების, აივ-ინფექციითა და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ცხოვრებას შეეხება. ლიტერატურული პროექტი ფონდის ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა დაავადებული და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა პრობლემების მხატვრულ აღწერას და ანალიზს. 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016