reportiori.ge - დღევანდელ დღეს ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:49
კულტურა
დღევანდელ დღეს ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა
ავტორი:
30 იანვარი, 2014. 12:24

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე 1987 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა.


ქართული სცენის თვალსაჩინო წარმომადგენელი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ტრაგიკულ-დრამატული ჟანრის მსახიობი, რომელიც გამოირჩეოდა საოცარი სცენური მომხიბვლელობით, ქუთაისელი ინტელიგენტების ოჯახში დაიბადა. ქუთაისშივე გაატარა ბავშვობა,  სადაც სწავლობდა 1916-1917 წლებში ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში. მისი დამთავრების შემდეგ ის მოსკოვში - ს. აიდაროვის დრამატულ სტუდიაში გადავიდა სასწავლებლად, შემდეგ კი 1916-1917 წლებში სწავლა თბილისში, გ. ჯაბადარის (1918-1920) დრამატულ სტუდიაში განაგრძო. 1920-1926 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928 წლებში - ბათუმის თეატრისა და თბილისის „მუშათა თეატრის", ხოლო 1928-1932 - ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის (ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი) მსახიობი. 1932-1933 წლებში მუშაობდა მოსკოვის „რეალისტურ თეატრში". 1933 წელს თბილისში დაბრუნდა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. 1957-1959 წლებში ამავე თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.


ვერიკო ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა, რომელიც შეაყვარა და დაამახსოვრა მაყურებელს. მას ნათამაშები აქვს ისეთ კინოფილმებში, როგორებიცაა არსენა", ქაჯანა", გიორგი სააკაძე", ქეთო და კოტე", ოთარაანთ ქვრივი", მამლუქი", რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", შეხვედრა წარსულთან", არ იდარდო", მონანიება", ამბავი სურამის ციხისა" და სხვა ცნობილ ქართულ მხატვრულ ფილმებში.


ვერიკო ანჯაფარიძე მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას: კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა სპექტაკლები: ვ. როკის „ინჟინერი სერგეევი", ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან", ა. აღლაძის „მღელვარე დღეები".


1980 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. მიღებული აქვს უამრავი სახელმწიფო ჯილდო. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.


ვ. ანჯაფარიძე 1918 წ. ცოლად გაჰყვა პოეტ შალვა ამირეჯიბს, შემდეგ კი - რეჟისორ მიხეილ ჭიაურელს. ჭიაურელის და ანჯაფარიძის ქალიშვილი იყო მსახიობი სოფიკო ჭიაურელი. ვერიკო ანჯაფარიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016