reportiori.ge - ქართველებს ზარის დამრისხებლებიც არ გვყოლია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:40
სპორტი
ქართველებს ზარის დამრისხებლებიც არ გვყოლია!
30 იანვარი, 2014. 13:39

ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების რეიტინგი. საქართველო „საპატიო“ 50-ე ადგილზეა. ერთ წელიწადში გაგვასწრეს მოლდოვამ და აზერბაიჯანმა. თუ ასე გავაგრძელეთ, მალე ჩვენს უკან საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაღა დარჩება. ნამდვილად სავალალო სტატისტიკაა; თუმცა სხვას რას უნდა ველოდოთ, როცა ზამთრის შესვენებისას გუნდების უმეტესობა თითქმის მთლიანად შეიცვალა(?!), ასეთი მიდი-მოდის პირობებში რა სტაბილურობასა და რეიტინგზე შეიძლება საუბარი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ განგაშის ზარი არსაიდან ისმის. ქართველებს მეზარბაზნეები რომ არ გვყავდა ვიცოდი, მაგრამ ზარის დამრისხებლებიც გამოგველია? დავიჯერო ქართული ფეხბურთის ბედ-იღბალი აღარავის ადარდებს?

ზემოთ რეიტინგი ვახსენე: პირველ ადგილზე ესპანეთია. იქ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ ორხელისუფლებიანობაზე საუბრობენ, რატომღაც სათვალავში არ აგდებენ „რეალს“, რომელიც სულ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერებს. გუშინ სამეფო თასის გათამაშების ფარგლებში „ესპანიოლს“ მოუგო და ნახევარფინალში თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

იკერ კასილიასმა სრულად ითამაშა და „მშრალი“ მატჩების სერია მისთვის სარეკორდო ნიშნულამდე მიიყვანა – უკვე 628 წუთია კაპიტნის კარში მოწინააღმდეგეს გოლი არ გაუტანია.

დიდი მითქმა-მოთქმაა „ატლეტიკოს“ ლიდერ ბრაზილიელ – ესპანელ დიეგო კოსტაზე. ინგლისური ტაბლოიდები ირწმუნებიან „ჩელსის“ ბოსები ფეხბურთელსა და გუნდს უკვე შეუთანხმდნენ და ზაფხულში კოსტა არისტოკტარების ფორმას მოირგებსო.

ძლიერდება კიდევ ერთი ინგლისური გრანდი: „ლივერპული“ „დნიპროს“ შემტევ კონოპლიანკაში 15 მილიონ გირვანქას იხდის, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კლუბისთვის სარეკორდო ფასად ხუან მატა გადაიბირა, ამასობაში კი მეორე მანჩესტერული გუნდი „სიტი“ ქვას-ქვაზე არ ტოვებს მოწინააღმდეგეებისგან. გუშინ „ტოტენჰემს“ 5 გოლი გაუტანა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. ქალაქელებს წარმოუდგენლად ბევრი გოლი გააქვთ: 23 მატჩში – 68. ამ ეტაპზე პრემიერ ლიგაში ამდენი გოლი არავის გაუტანია.

იტალიაში მილანური გრანდების ჩავარდნის ფონზე გაილაღა „იუვენტუსმა“ და ისეთი პირი უჩანს კიდევ ერთ „სკუდეტოს“ გააფორმებს. „რომა“ და „ნაპოლი“ მისი მომრევები არ ჩანან.

გერმანიაში „ბავარიამ“ გადახალისებული შემადგენლობით სტუმრად „შტუტგარტი“ დაამარცხა 2:1. გოლი და საგოლე პასი გაიფორმა მატჩის გმირმა, ესპანელმა ტიაგო ალკანტარამ. ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა აქაც გარკვეულია. დორტმუნდის „ბორუსიას“ გასაჭირი ახალ ფაზაში შევიდა. ადრე ტრავმირებულებს ბლაშჩიკოვსკიც დაემატა. როგორც ამბობენ იურგენ კლოპი გამალებული ეძებს შემცვლელებს და 31 იანვრამდე მათი ვინაობაც ცნობილი გახდება.

ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო ჰოლანდიის ჩემპიონატში პირველი პოზიცია დაკარგა „ვიტესმა“, რომელმაც ქალაქურ დერბიში „ნაიმეგენს“ ვერ მოუგო. ქართველებს არ უთამაშიათ. მომდევნო ტურში „ვიტესი“ სტუმრად უშუალო კონკურენტ „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება. სამივე ქართველი უკვე მწყობრშია და თამაშისთვის ემზადება.

 

გიორგი ჭანტურიას იტალიურ „ბოლონიაში“ გადასვლის საკითხი ჩიხში შევიდა და ზაფხულამდე ალბათ არც არაფერი შეიცვლება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016