reportiori.ge - წესები, რომელიც უგემრიელესი ყავის მომზადებაში დაგეხმარებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:16
სხვადასხვა
წესები, რომელიც უგემრიელესი ყავის მომზადებაში დაგეხმარებათ
ავტორი:
30 იანვარი, 2014. 14:17

ამბობენ, რომ ყავა უნდა იყოს ჯოჯოხეთივით ცხელი, კუპრივით შავი და შხამივით მწარე, მაგრამ გარდა ამისა, არომატული ყავის მოსადუღებლად რამდენიმე მარტივი წესის ცოდნაა აუცილებელი.

 

იმისათვის, რომ ყავა არომატული გამოვიდეს, დაივიწყეთ ონკანის წყალი. თუ გსურთ, რომ დატკბეთ ყავის იდეალური სურნელითა და გემოთი, მოდუღებისას გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა წყალი.

 

თუ თქვენ თურქულ ყავას ხარშავთ, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. გასაგებია, რომ ერთი სული გაქვთ, როდის შესვამთ პირველ ყლუპს, მაგრამ სიჩქარე აქ არ გამოგადგებათ. დაიმახსოვრეთ - ყავა დიდხანს იხარშება!

 

თუ გსურთ, გემრიელი ყავა მოადუღოთ, გამოიყენეთ ვიწროყელიანი ჯეზვე. ასე ყავა ბევრად არომატული გამოვა.

 

დაუმატეთ ცოტა მარილი. რა თქმა უნდა, არა მთელი კოვზი, არამედ სულ რაღაც 2-3 კრისტალი. მისი გემო არ უნდა იგრძნობოდეს. ფსონი აქ იმაზე დევს, რომ მარილს შეუძლია გაამძაფროს ყავის არომატი.

 

იმისთვის, რომ ყავა არომატული იყოს, ცოტა ჯანჯაფილიდაუმატეთ. გარწმუნებთ, განსხვავებას იგრძნობთ. მარილიცა და ჯანჯაფილიც ყავას იქამდე დაუმატეთ, სანამ წყალს დაასხამდეთ.

 

გამოიყენეთ ყავისფერი შაქარი. რა თქმა უნდა, რაოდენობა - თქვენი გემოვნებით, მაგრამ ძალიან ტკბილი ყავა არომატს კარგავს.

 

ჩაატარეთ ექსპერიმენტები დაფქვის დროს. ზოგს წმინდად დაფქული უყვარს, ზოგს პირიქით - მსხვილად. გემოში სხვაობა ამ დროს მკვეთრად შესამჩნევია.

 

თუ ყავა გემრიელი გინდათ გამოვიდეს, არასდროს აადუღოთ. ეს თურქულად ყავის მოდუღების მთავარი წესია. როგორც კი ზემოთ მოდებული სქელი ქაფი ამოსვლას დაიწყებს - გადმოიღეთ ჯეზვე ცეცხლიდან. დააყოვნეთ ცოტა ხანს და ისევ დადგით ცეცხლზე. ასე გაიმეორეთ სამჯერ.

 

თუ მართლაც გემრიელი, ნამდვილი თურქული ყავის დალევა გსურთ, დაივიწყეთ დაფქულის ყიდვა. შეიძინეთ მარცვლები და თავად დაფქვით!

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016