ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას განცხადებით, მისი თოქ-შოუს პირველი გადაცემა გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერს მიეძღვნება, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფიგურირებს.
„რა მაგარ გადაცემას ვგეგმავდი ხვალ და თავდაყირა დამიდგა ეს ჩემი დაგეგმილი გადაცემა. ჯერ არ მახსენდება ჩემი არცერთი პროექტი, რომ წინასწარ დაგეგმილი თემით გამეხსნა პირველი ეთერი. ტრადიცია გრძელდება - გუშინ გამოქვეყნებულმა მუხროვანის სპეც-ოპერაციამ ამიყირავა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ხვალ სკანდალურ ვიდეო-მასალას მიეძღვნება პირველი „რეაქცია" - არადა, რა მაგარ ეთერს ვამზადებდი", - წერს ჟურნალისტი საკუთარ „ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლია „TV3"-დან ტელეკომპანია „იმედზე" ცოტა ხნის წინ გადავიდა. ჟურნალისტი „იმედზე" კვლავ თოქ-შოუ „რეაქციას" წაიყვანს. გადაცემა ეთერში ხვალ გავა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)