reportiori.ge - "იუნესკომ" ვახუშტის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და "გეოგრაფიული ატლასი" მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:52
საზოგადოება
"იუნესკომ" ვახუშტის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და "გეოგრაფიული ატლასი" მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 17:56

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის "იუნესკოს" მსოფლიო საერთაშორისო რეესტრის კომიტეტმა ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და "გეოგრაფიული ატლასი" მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა. ამასთან დაკავშირებით ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა ბრიფინგი გამართეს და ვახუშტის რუკების გამოფენა გახსნეს. ღონისძიებაში " საქართველოს "იუნესკოს" საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, ისტორიკოსები, გეოგრაფები, კატროგრაფები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. "მინდა საზოგადოებას, მეცნიერებს, ისტორიკოსებს, კარტოგრაფებს მივულოცო ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა ოფიციალურად გახდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი. "იუნესკომ" აღიარა, რომ ჩვენ გვაქვს ძველი გეოგრაფიული და კატროგრაფიული განძი და ის დღესაც წარმოადგენს საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიის ისტორიის, გეოგრაფიისა და კარტოგრაფიის უმნიშვნელოვანეს წყაროს. ჩვენ ეროვნულ არქივში ვიღებთ ვალდებულებას, რომ ვახუშტი ბაგრატიონის "გეოგრაფიულ ატლასს" და "აღწერა სამეფოსა საქართველოსას" მოვუვლით და დავიცავთ ისე, რომ არასოდეს დადგეს ეჭვქვეშ მისი საერთაშორისო რეესტრში ყოფნის საკითხი",-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. თეონა იაშვილის თქმით, ეროვნულმა არქივმა იუნესკოში მსოფლიო მემკვდრეობის საერთაშორისო რეესტრში შესატანად ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომები 2012 წელს წარადგინა. "იუნესკოს" მსოფლიო საერთაშორისო რეესტრის კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ  ეროვნული არქივის განაცხადი დაეკმაყოფილებინა. "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და "გეოგრაფიული ატლასი" ვახუშტი ბაგრატიონის ავტოგრაფებია, რომლებიც 1743-1755 წლებში შეიქმნა. როგორც ირკვევა, თავდაპირველად რუკები და ბაგრატიონთა გენეალოგიური სქემები ხელნაწერის შემადგენელი ნაწილი იყო და თითოეული რეგიონის აღწერას  შესაბამისი რუკა ერთვოდა. სავარაუდოდ, XIX საუკუნეში რუკები და გენეალოგიური სქემები ხელნაწერისაგან განცალკევდა. ვახუშტი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და "გეოგრაფიული ატლასი" სანკტ-პეტერბურგის აზიურმა მუზეუმმა შეიძინა. 1925 წელს ბატონიშვილის ავტოგრაფები სანკტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკიდან საქართველოს გადმოეცა და ამჟამად ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივშია დაცული. "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და "გეოგრაფიული ატლასი" საქართველოს ისტორიული ტერიტორიის პირველ სრულყოფილ გეოგრაფიულ აღწერას გვაძლევს. აქ მოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი პერიოდიდან XVIII საუკუნის 40-იან წლებამდე და მასში შესულია საქართველოს ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების ისტორია და მათი გეოგრაფიული აღწერილობა. რუკებმა განსაკუთრებული როლი ითამაშა კავკასიისა და საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიულ და კარტოგრაფიულ აღწერაში და დღემდე რჩება კავკასიის რეგიონის გეოგრაფიის შესწავლის საფუძვლად. ეროვნულ არქივში ვახუშტის რუკების გამოფენა 10 აგვისტომდე გაგრძელდება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016