reportiori.ge - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილებები შედის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:27
მედია
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილებები შედის
30 იანვარი, 2014. 20:14

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

 

როგორც კომისიაში აცხადებენ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებები დაედო.

 

კანონში შემდეგი სახის ცვლილებები შედის: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

 
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ძველი რედაქცი
ის თანახმად,  კომისიის თავმჯდომარის პოსტზე  კომისიის ხუთი წევრიდან ერთ-ერთს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა.

 


საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 27 თებერვალს
არის ჩანიშნული. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016