reportiori.ge - გია დვალი: რეფორმის ერთადერთი გამტარებელი შეიძლება იყოს სახელმწიფო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:08
საზოგადოება
გია დვალი: რეფორმის ერთადერთი გამტარებელი შეიძლება იყოს სახელმწიფო
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 18:39

მეცნიერი გია დვალი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ინფორმაციას კონცეფციის იმპლემენტაციის შესახებ არ ფლობს. დვალი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უმაღლესი განათლების პოლიტიკაზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა. შეხვედრა გია დვალთან, თემაზე "დასავლური აკადემიური და მეცნიერული ღირებულებების მნიშვნელობა კვლევის განვითარებისთვის"  მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის ინიციატივით გაიმართა. დვალი უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საზოგადოებისა და ზოგადად ქვეყნის ინტელექტუალური განვითარებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვლევების მნიშვნელობაზე ესაუბრა. "ფაქტია, რომ 21- საუკუნეში დასავლური სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემა ყველაზე წარმატებული. წარმატების მიზეზი არის სისტემა - ოპტიმალური მოწყობა მეცნიერული კვლევებისა და სწავლების. ზოგადად, კაცობრიობის პროგრესის განხილვა შეიძლება, როგორც ცოდნის მოპოვება და გადაცემა. ჩვენი, როგორც კაცობრიობის ამსახველი არის სწორედ ეს. უნივერსიტეტში ცოდნის გადამცემი არის პროფესურა, ცოდნის მომპოვებლები არიან მკვლევარები. უნივერსიტეტებმა ოპტიმალურად ხარისხიანი პროფესურა უნდა მოიზოდონ და  შეინარჩუნონ, რომ მათ სხვაგან წასვლა აღარ მოუნდეთ,"- ამბობს დვალი "ნეტგაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში. რაც შეეხება კონცეფციის საკითხს, რომელზეც გია დვალი სხვა მეცნიერებთან ერთად მუშაობდა, მისი თქმით, ის საქმის კურსში არ არის, რა ხდება და როგორ მუშაობს ამ მხრივ სახელმწიფო. "ჩვენ, კონცეფციის ავტორებმა შევქმენით დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენი ხედვა. არც სურვილი გვაქვს და არც არანაირი ბერკეტი, რომ ჩვენი ხედვა ვინმეს თავს მოვახვიოთ. ვისაც არ მოსწონს, არ მოსწონსრეფორმის ერთადერთი გამტარებელი შეიძლება იყოს სახელმწიფო. რეფორმას 4-5 მეცნიერი ვერ განახორციელებს. ჩვენი ხედვა მთლიანად არის ამ დოკუმენტში ასახული," - განაცხადა დვალმა. უნივესიტეტების წარმომდგენლების აზრით, რომელიც მათ დვალთან შეხვედრის დროს გამოთქვეს, აღნიშნული კონცეფციის იმპლემენტაცია საქართველოში რთული იქნება, ვინაიდან იმისთვის, რომ რეფორმა განხორციელდეს, კვალიფიციური კადრებია საჭირო, რისი დეფიციტიც, მათივე თქმით, ქვეყანაში არის.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016