reportiori.ge - რა უცნაურ ხერხებს მიმართავენ მსოფლიოში ნაბახუსევის დასაძლევად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:29
სხვადასხვა
რა უცნაურ ხერხებს მიმართავენ მსოფლიოში ნაბახუსევის დასაძლევად
ავტორი:
31 იანვარი, 2014. 13:49


დალევა ალბათ ყველას უყვარს, მაგრამ როგორ გადავიტანოთ მეორე დღის ნაბახუსევი? გაგაცნობთ სხვადასხვა ქვეყნის ერების მეთოდებს და თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რომელი შეგეფერებათ.

უკრაინასა და რუსეთში ნაბახუსევს მწნილით მკურნალობენ.


ნაბახუსევის დროს აიტიში ბოლო დაცლილ ბოთლს პოულობენ და თავს ახურავენ, ხოლო შიგნით 13 თავჩაშავებულ ნემს აგდებენ. სიგიჟეა, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შველით.

 

იაპონიაში ნაბახუსევს სპეციალური კონსერვირებული ქლიავით ებრძვიან.

 

ფრანგები ნაბახუსევის საწინააღმდეგოდ ხამანწკებს იყენებენ. ხამანწკები მდიდარია В1, В2, С, А ვიტამინებით და სხვა ნივთიერებებით. გარდა ამისა, ეს პროდუქტი საუკეთესო აფროდიზიაკია.

 

ჩინელებს ცხოვრება მწვანე ჩაის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ ნაბახუსევსაც ჩაით ებრძვიან. რაც უფრო მაგარია სასმელი, ნაბახუსევზე მყოფ ადამიანს უფრო შველის. ჩაი სპირტის ტოქსინებს უფრო სწრაფად განდევნის ორგანიზმიდან, ვიდრე სხვა საშუალებები.

 

ბრიტანელები ბუტერბროდებს ჭამენ. მნიშვნელოვანი ინგრიდიენტებია: პური, ბეკონი და განსაკუთრებით კეტჩუპი. კეტჩუპი ნახშირწყლების ხარჯზე ორგანიზმს ენერგიას მატებს.

 

ამერიკელები დილაობით პირდაპირ ტომატის წვენს სვამენ. ყველაზე მამაცები კი წვენში ტაბასკოს წვენს, მარილს და წიწაკას უმატებენ.

 

მონღოლეთში მამაკაცები ტომატის წვენში ცხვრის თვალს აგდებენ და ერთ გადაკვრით სვამენ.

 

თურქეთში სიმართლე, რომ გითხრათ ნაბახუსევიდან ჩვეულებრივად იმ საკვებით გამოდიან, რასაც ჩვეულებრივ ისედაც ნებისმიერ დროს ჭამენ ხოლმე, ამიტომ ამ ქვეყნის მეთოდი ნაკლებად გამოგვადგება.

 

ნორვეგიელები ნაღებს სვამენ და ამით ღვიძლს სპირტის ტოქსინენბის გადამუშავებაში ეხმარებიან. რეკომენდირებულია ნაღები სხვა პროდუქტებთან არ აურიოთ.

 

გერმანიაში დამარილებულ ქაშაყს ჭამენ.

 

იტალიელები ნაბახუსევს ძირითად ჩვეულებრივი ექსპრესოთი ან რისტრეტოთი ებრძვიან.


ჰოლანდიაში ლუდი უყვართ, ამიტომ ქეიფის შემდეგ ისევ ქეიფობენ და ასე გრძელდება კარგა ხანს, სანამ სავარაუდოდ ორშაბათი არ მოვა.


ყველა მამაკაცი აღმოსავლეთ ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე ნაბახუსევს მსუყე ხორციანი სუპით ებრძვის.

 




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016