reportiori.ge - კულტურის სამინისტრო: დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:35
კულტურა
კულტურის სამინისტრო: დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს!
ავტორი:
31 იანვარი, 2014. 16:22

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან საგამოფენოდ გატანილი ექსპონატების დაკარგვისა და ორგინალების ასლებით შეცვლის თაობაზე გაცხადებას ავრცლებს.


უკანასკნელ წლებში მედიასაშუალებებში გავრცელებული იყო ინფორმაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან საგამოფენოდ გატანილი ექსპონატების დაკარგვისა და ორგინალების ასლებით შეცვლის თაობაზე. აღნიშნულიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის N 03/92 ბრძანებით, შეიქმნა  საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 .. ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია", რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვლიფიციური სპეციალისტებით. კომისია სექტემბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და შეისწავლა 2004-2012 .. მუზეუმიდან გატანილი ექსპონატები და საგამოფენოდ გატანა-შემოტანასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. როგორც კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან ირკვევა, აღნიშნულ წლებში მუზეუმიდან გატანილი იყო ნიკო ფიროსმანაშვილის 51 ნამუშევარი (უკრაინა, თურქეთი, ბელორუსი, ლიტვა, საფრანგეთი და ჰოლანდია) და 460-ზე მეტი არქეოლოგიური ექსპონატი.

 

კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს", - ნათქვამია განცხადებაში.




(მოამზადა თეო ტაბატაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016