reportiori.ge - აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური საპასუხო ვიზიტით საქართველოს შსს-ს ეწვია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:14
საზოგადოება
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური საპასუხო ვიზიტით საქართველოს შსს-ს ეწვია
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 17:36

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია საგანგებო სიტუაციების მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ქემალედინ გეიდაროვის ხელმძღვანელობით ოფიციალური, საპასუხო, ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს და საჩვენებელ ღონისძიებას დაესწრნენ. სტუმრები აგრეთვე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ს ეწვივნენ, ,,112"-ის ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დღეს გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ გეიდაროვთან. შეხვედრის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების, შეზღუდვის და შემსუბუქების სფეროში თანამშრომლობის შესახებ". ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016