2013 წელს საქართველოდან ცხვრის ექსპორტი 10%-ითაა შემცირებული. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოდან 15 მლნ 547 ათას 200 დოლარის ღირებულების 191 369 ერთეული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა მაშინ, როდესაც 2012 წელს ქვეყნიდან 18 მლნ 156 ათას 200 დოლარის ღირებულების 172 690 სული ცხვრის ექსპორტია განხორციელებული.
საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ცხვრის ექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდა, სადაც 2013 წელს 13 მლნ 622 ათასი დოლარის ღირებულების 171 719 ერთეული ცხვრის ექსპორტი მოხდა. სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბოლო პერიოდში, ცხვრის საექსპორტო ბაზრები ეტაპობრივად მცირდებოდა. თუ გასულ წლებში ქართულ ცხვარზე დიდი მოთხოვნა იყო არაბულ ქვეყნებში, 2013 წლის მონაცემებით ეს ინტერესი საგრძნობლადაა შემცირებული.
(მოამზადა თამარ ბატიაშვილმა)