reportiori.ge - ბორჯღალოსნებმა 2014 წელი რიხიანად დაიწყეს! (ფოტო ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:51
სპორტი
ბორჯღალოსნებმა 2014 წელი რიხიანად დაიწყეს! (ფოტო ვიდეო)
01 თებერვალი, 2014. 22:00

საქართველო - ბელგია 35:0 (25:0)

 

1 თებერვალი 2014 წ. თბილისი. სტადიონი „ავჭალა". 2 100 მაყურებელი.

2014 წლის ევროპის ერთა თასი

2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი. II წრე, I ტური

 

 

 

6 ლელო: მიქაუტაძე, კვირიკაშვილი (2), შარიქაძე, მაჩხანელი, ჩხაიძე.

 

1 გარდასახვა: კვირიკაშვილი

 

 

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

 

 

1 სინბინი: ჟვანია (73)

 

 

 

 

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ბექა წიკლაური, 59), 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე, 57), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი, 49); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია, 47), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი, 47), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა, 47), 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი (19. გიორგი ნემსაძე, 57), 6. გიორგი თხილაიშვილი (21. მიხეილ ნარიაშვილი, 75), 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმიტრი ბასილაია (20. ვიტო კოლელიშვილი, 57) 

 

მთ. მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

 

რეფერი: ვლად იორდანესკუ (რუმინეთი)

 

 

 

 

 

როგორც უკვე გაცნობეთ, საქართველოსა და ბელგიის ეროვნული ნაკრებების სარაგბო მატჩი დიდთოვლობამ ვერ შეაფერხა. საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლებმა და საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, მატჩის დაწყებამდე თოვლისგან გაწმინდეს „ავჭალის" სტადიონის მოედანი და „ბორჯღალოსნებმა" 2014 წელი გახსნით მატჩში ტრიუმფით დაიწყეს. ბელგიელები ატალახებულ მოედანს უნდა უმადლოდნენ, „ბორჯღალოსნებთან" უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგეს. მძიმე გრუნტის გამო, მორაგბებს ტალახიან მოედანზე გადაადგილება უჭირდათ, მაგრამ, მილტონ ჰეიგის მიერ მომზადებულმა გუნდმა თავისი კლასი მაინც აჩვენა...

 

ამ მატჩის დეტალური აღწერით თავს არ შეგაწყენთ, ვისაც ტელევიზიით არ უნახავს ავჭალაში ქართველების მიერ ბელგიელთა განადგურება, ქვემოთ მოცემული ვიდეოს მეშვეობით, ამ თამაშზე მინიმუმ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეექმნება. ასე რომ, იმ მომენტებზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომელიც მნიშვნელოვანია...

 

უმთავრესი მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიელებთან მატჩში, ეპიზოდებში გაშლილი თამაში აჩვენა. ეს კი იმას, ნიშნავს, რომ „ბორჯღალოსნები" მხოლოდ შერკინების იმედად აღარ იქნებიან და მარაგში კიდევ ერთი კოზირი ექნებათ...

 

 

 

 

ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ძლიერი მხარე იყო მოედანი, რომლის მეშვეობითაც „ბორღალოსნებმა" ლაღი თამაში აჩვენეს და გულშემატკივარს თამაშის გარდა რეალიზებული 6 ლელოთი დაამახსოვრეს თავი...


აღსანიშნავია ის, რომ ჩვენმა მორაგბეებმა ბელგიასთან „მშრალად", თანაც პრემიალური ქულით იმარჯვეს. ამ მოგებით „ბორჯღალოსნებმა" მორიგი ნაბიჯი გადადგეს ევროპის ერთა თასის შენარჩუნებისკენ და მსოფლიო თასის საგზურის მოსაპოვებლად. თუ ჩვენმა მორაგბეებმა მომდევნო მატჩებშიც გააგრძელეს წარმატებები, მაშინ ისინი ვადაზე ადრე მოიპოვებენ მსოფლიო თასსზე საასპაერეზო, ინგლისის საგზურს.


ბელგიასთან მოგებით „ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში პირველობა განიმტკიცეს. ერთი სიტყვით, ეს მატჩი ბევრი სასიამოვნო მომენტით იყო დასამახსოვრებელი, მაგრამ, ყოველივე ამას ერთი უსიამოვნო მომენტიც ახლდა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე დავით ქუბრიაშვილი დაშავდა. მარცხენა ხელის მტევნის ძვლის ტრავმის გამო, „ბორჯღალოსანთა" გუნდის ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ნაკრებში ანტონ ფეიქრიშვილს უხმო.

 

 

 

 

ორშაბათს, 3 თებერვალს საქართველოს ნაკრები პორტუგალიას გაემგზავრება. 8 თებერვალს კი ჯგუფის მომდევნო მატჩს ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს. იმ პორტუგალიასთან, რომელიც რუმინეთმა შინ მიიღო და 24:0 სძლია.

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016